საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოებრიობას უგულებელყოფს - შალვა პაპუაშვილი

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2023
გამოწერა
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოქმედება, რაც ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს, აჩვენებს, რომ საქართველო არ არის სახელმწიფო, განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც მან 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო. მიუხედავად აკრძალვისა, 25 სექტემბერს პრეზიდენტის ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში ახალი ვიზიტების შესახებ გახდა ცნობილი.

„საერთო ჯამში, პრეზიდენტი თავისი მოქმედებით აჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, არ ვმოქმედებთ კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე", – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი საქციელის გამო დასავლელი პარტნიორები აღიქვამენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანია არა კონსტიტუცია და კანონი, არამედ ცალკეული ადამიანის ნება-სურვილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი ტალინში შეხვდა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს, 26 სექტემბერს – რიგაში ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს, 27 სექტემბერს კი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან გამართავს შეხვედრას.
12 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი: პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზურაბიშვილის ახალი აქტივობა დაგმო>>
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში "იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
მისთვის სულ ერთია - იმპიჩმენტის პროცედურის მიუხედავად ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებს ხვდება>>
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0