https://sputnik-georgia.com/20230926/varketilsi-avariul-korpusebsi-mcxovreb-35-ojaxs-sacxovrebeli-fartebi-gadaeca-282684970.html
ვარკეთილში ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
ვარკეთილში ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
Sputnik საქართველო
2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე 20 მილიონი ლარი გამოიყო. 26.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-26T15:17+0400
2023-09-26T15:17+0400
2023-09-26T18:54+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
კახა კალაძე
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282684065_143:302:1065:820_1920x0_80_0_0_7e2154613bdbc31594dbf3e61a442578.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ვარკეთილის დასახლებაში მდებარე ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, თბილისში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია. მერიის ინფორმაციით, ბინებთან ერთად აღნიშნულ ოჯახებს გადაეცემა სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხაც, რომელიც ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეს პროექტი არის ბიზნესისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი. მისი განცხადებით, კომპანია „ვარკეთილი დეველოპმენტმა" თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე მიწის ნაკვეთზე ორი საცხოვრებელი კორპუსის ფარგლებში მუნიციპალიტეტს გადასცა 142 ბინა ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობით. „რაც შეეხება დარჩენილ 107 ბინას, მათ ასევე ვარკეთილის ტერიტორიაზე ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს გადავცემთ", – განაცხადა კალაძემ. ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე მიწის ნაკვეთზე ინტერესთა გამოხატვა თბილისის მერიამ 2019 წელს გამოაცხადა, რომელშიც კომპანია „ვარკეთილი დეველოპმენტმა" გაიმარჯვა. მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას: კალაძე თბილისის მოსახლეობას>>თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ აიღო ვალდებულება, მუნიციპალიტეტისთვის 7.545 კვ.მ ჯამური ფართის მქონე ბინები გადაეცა თეთრი კარკასის მდგომარეობით. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას. თბილისის მერია ამ ეტაპზე 40 ავარიული შენობის ჩანაცვლების საკითხზე მუშაობს და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უწყების ცნობით, 2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე 20 მლნ ლარი გამოიყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282684065_234:279:998:852_1920x0_80_0_0_bc71f360ff7666aae815b46341a8c3ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, კახა კალაძე , საზოგადოება, საქართველო
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, კახა კალაძე , საზოგადოება, საქართველო
ვარკეთილში ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
15:17 26.09.2023 (განახლებულია: 18:54 26.09.2023) 2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე 20 მილიონი ლარი გამოიყო.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ვარკეთილის დასახლებაში მდებარე ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას.
ბოლო მონაცემებით, თბილისში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.
მერიის ინფორმაციით, ბინებთან ერთად აღნიშნულ ოჯახებს გადაეცემა სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხაც, რომელიც ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია.
„ყველა კარგად ხედავს, ქალაქში რამდენად ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მთავარი და უმთავრესი მაინც არის ის, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ არცერთ ოჯახს არ უწევდეს ავარიულ საცხოვრებელ სახლში შიშითა და დაძაბულობით ცხოვრება", – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეს პროექტი არის ბიზნესისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი. მისი განცხადებით, კომპანია „ვარკეთილი დეველოპმენტმა" თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე მიწის ნაკვეთზე ორი საცხოვრებელი კორპუსის ფარგლებში მუნიციპალიტეტს გადასცა 142 ბინა ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობით.
„რაც შეეხება დარჩენილ 107 ბინას, მათ ასევე ვარკეთილის ტერიტორიაზე ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს გადავცემთ", – განაცხადა კალაძემ.
ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე მიწის ნაკვეთზე ინტერესთა გამოხატვა თბილისის მერიამ 2019 წელს გამოაცხადა, რომელშიც კომპანია „ვარკეთილი დეველოპმენტმა" გაიმარჯვა.
თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ აიღო ვალდებულება, მუნიციპალიტეტისთვის 7.545 კვ.მ ჯამური ფართის მქონე ბინები გადაეცა თეთრი კარკასის მდგომარეობით.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.
თბილისის მერია ამ ეტაპზე 40 ავარიული შენობის ჩანაცვლების საკითხზე მუშაობს და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უწყების ცნობით, 2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე 20 მლნ ლარი გამოიყო.