https://sputnik-georgia.com/20230919/-------282427260.html
მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას: კალაძე თბილისის მოსახლეობას
მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას: კალაძე თბილისის მოსახლეობას
Sputnik საქართველო
2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე 20 მილიონი ლარი გამოიყო. 19.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-19T16:45+0400
2023-09-19T16:45+0400
2023-09-19T19:43+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810127_0:229:3079:1960_1920x0_80_0_0_4422014678503ed0967477f7390ba6c2.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. მსურს მოვუწოდო ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს, რომ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, რათა პრობლემა დროულად მოგვარდეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, თბილისში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია. კახა კალაძე მის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის" ფარგლებში სამგორის რაიონში მიმდინარე პროექტს გაეცნო. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის რაიონში, კერძოდ, კალოუბნის N18-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია და 30 თვეში ამჟამად ქირით უზრუნველყოფილი 29 ოჯახი ახალაშენებულ სახლში გარემონტებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება. როგორც მერმა აღნიშნა, ხშირია მოსახლეობის მხრიდან ზედმეტი ფართების მოთხოვნის შემთხვევები, რის გამოც ბევრი პროექტი იბლოკება. „სამწუხაროდ, მერიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუ ადამიანი, პირობითად, ცხოვრობს 50 კვადრატულ მეტრ ფართში, მივცეთ 70 ან მეტი. რა ფართისაცაა თქვენი ბინა, ჩვენ იგივე ფართს გადმოგცემთ იმ განსხვავებით, რომ ის იქნება ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში და გარემონტებული", – განაცხადა დედაქალაქის მერმა. ვარკეთილში მდებარე ავარიული შენობა ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება>>>უწყების ინფორმაციით, კალოუბნის ქუჩის N18-ში აღნიშნულ პროექტს ტენდერით გამოვლენილი სამშენებლო კომპანია შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენი" განახორციელებს. სატენდერო პირობების მიხედვით, არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად აღნიშნულ მისამართზე მრავალბინიანი 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარს აღემატება. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას. თბილისის მერია ამ ეტაპზე 40 ავარიული შენობის ჩანაცვლების საკითხზე მუშაობს და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უწყების ცნობით, 2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე 20 მლნ ლარი გამოიყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810127_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_23216b43932eeb9d5ae673c5ce155f22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას: კალაძე თბილისის მოსახლეობას
16:45 19.09.2023 (განახლებულია: 19:43 19.09.2023) 2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე 20 მილიონი ლარი გამოიყო.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. მსურს მოვუწოდო ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს, რომ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, რათა პრობლემა დროულად მოგვარდეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას.
ბოლო მონაცემებით, თბილისში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.
კახა კალაძე მის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის" ფარგლებში სამგორის რაიონში მიმდინარე პროექტს გაეცნო.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის რაიონში, კერძოდ, კალოუბნის N18-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია და 30 თვეში ამჟამად ქირით უზრუნველყოფილი 29 ოჯახი ახალაშენებულ სახლში გარემონტებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება.
„დედაქალაქში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული. დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა პროგრამა – ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. ძალიან მიხარია, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და მოსახლეობასთან შეთანხმება", – განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, ხშირია მოსახლეობის მხრიდან ზედმეტი ფართების მოთხოვნის შემთხვევები, რის გამოც ბევრი პროექტი იბლოკება.
„სამწუხაროდ, მერიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუ ადამიანი, პირობითად, ცხოვრობს 50 კვადრატულ მეტრ ფართში, მივცეთ 70 ან მეტი. რა ფართისაცაა თქვენი ბინა, ჩვენ იგივე ფართს გადმოგცემთ იმ განსხვავებით, რომ ის იქნება ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში და გარემონტებული", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
უწყების ინფორმაციით, კალოუბნის ქუჩის N18-ში აღნიშნულ პროექტს ტენდერით გამოვლენილი სამშენებლო კომპანია შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენი" განახორციელებს.
სატენდერო პირობების მიხედვით, არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად აღნიშნულ მისამართზე მრავალბინიანი 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარს აღემატება.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.
თბილისის მერია ამ ეტაპზე 40 ავარიული შენობის ჩანაცვლების საკითხზე მუშაობს და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უწყების ცნობით, 2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე 20 მლნ ლარი გამოიყო.