https://sputnik-georgia.com/20230704/varketilsi-avariuli-senoba-atsartuliani-korpusit-canacvldeba-279230469.html
ვარკეთილში მდებარე ავარიული შენობა ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება
ვარკეთილში მდებარე ავარიული შენობა ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება
Sputnik საქართველო
კახა კალაძის თქმით, ჩასანაცვლებელი საცხოვრებელი კორპუსი მაღალი კატეგორიის ავარიულ შენობას მიეკუთვნება. 04.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-04T14:29+0400
2023-07-04T14:29+0400
2023-07-04T19:49+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23759/19/237591929_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_caa94a81f7865733c2ff860c773ab5aa.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე სამსართულიანი შენობის ადგილზე მრავალბინიანი, ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მერიამ დედაქალაქის რაიონების განახლების პროგრამა დაიწყო, რომელიც ავარიული შენობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ბოლო მონაცემებით, თბილისში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია. კალაძის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ ავარიული სახლების მობინადრეები მიიღებენ გარემონტებულ და ზუსტად იმ ფართობის საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც ავარიულ სახლში საკუთრებაში გააჩნდათ, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პერიოდში კი ისინი ქირით იქნებიან უზრუნველყოფილი. თბილისის მერის თქმით, კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და უკვე გამოვლენილია გამარჯვებული სამშენებლო კომპანია. სამშენებლო სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება. თბილისის მერმა იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რასაც მუნიციპალიტეტი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მოლაპარაკებების პროცესში აწყდება. „45 მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთ სირთულეს ვაწყდებით. მაგალითად, კონკრეტული ადამიანები ითხოვენ იმაზე მეტ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მათ დღეს გააჩნიათ. ამას კი მუნიციპალიტეტი ვერ გააკეთებს", – განაცხადა დედაქალაქის მერმა. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23759/19/237591929_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_43a45c4ec38ee7a333fcc2f35e49c8c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ვარკეთილში მდებარე ავარიული შენობა ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება
14:29 04.07.2023 (განახლებულია: 19:49 04.07.2023) კახა კალაძის თქმით, ჩასანაცვლებელი საცხოვრებელი კორპუსი მაღალი კატეგორიის ავარიულ შენობას მიეკუთვნება.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე სამსართულიანი შენობის ადგილზე მრავალბინიანი, ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მერიამ დედაქალაქის რაიონების განახლების პროგრამა დაიწყო, რომელიც ავარიული შენობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ბოლო მონაცემებით, თბილისში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.
კალაძის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ ავარიული სახლების მობინადრეები მიიღებენ გარემონტებულ და ზუსტად იმ ფართობის საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც ავარიულ სახლში საკუთრებაში გააჩნდათ, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პერიოდში კი ისინი ქირით იქნებიან უზრუნველყოფილი.
„ჩვენთვის მოქალაქეთა უსაფრთხოება და აღნიშნული შენობა-ნაგებობების ახალი, თანამედროვე კორპუსებით ჩანაცვლება მნიშვნელოვანია. ყველა იმ ოჯახს, რომლის ავარიული სახლი ჩანაცვლდება, მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე გარემონტებული, მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები დაუბრუნდება", – განაცხადა მერმა.
თბილისის მერის თქმით, კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და უკვე გამოვლენილია გამარჯვებული სამშენებლო კომპანია. სამშენებლო სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება.
„დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობს ასეთ გაუბედურებულ კორპუსში, რომელიც იყო ავარიული, უმძიმეს მდგომარეობაში და სიცოცხლისთვის საშიში. სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვადა 30 თვეა", – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რასაც მუნიციპალიტეტი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მოლაპარაკებების პროცესში აწყდება.
„45 მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთ სირთულეს ვაწყდებით. მაგალითად, კონკრეტული ადამიანები ითხოვენ იმაზე მეტ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მათ დღეს გააჩნიათ. ამას კი მუნიციპალიტეტი ვერ გააკეთებს", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.