მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Reuters: გერმანია ლტოლვილებს დახმარებას ორჯერ შეუმცირებს

© photo: Sputnik / Sergey Stroytelev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2023
გამოწერა
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. გერმანია გეგმავს მომავალ წელს ორჯერ შეუმციროს ფედერალურ მიწებს ის დახმარება, რომელიც ლტოლვილების მიღებისა და მათი ინტეგრაციის ხარჯების დასაფარად გამოიყოფა, იუწყება სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას მზარდი ინფლაციის გამო ბიუჯეტის გამკაცრება უდევს საფუძვლად — „წლების განმავლობაში გულუხვი ხარჯების“ შემდეგ.

„მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიაში თავშესაფარი 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ითხოვა. მათმა მხარდაჭერამ ქვეყნის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს ზარალი მიაყენა, ხოლო ქვეყნის 16 ფედერალური მიწა ლტოლვილთა ხარჯების დასაფარად დამატებით ფედერალურ სახსრებს ითხოვს მომავალი წლისთვის“, — წერს გამოცემა.

წყაროების თქმით, ბერლინმა უკვე აცნობა ფედერალურ მიწებს, რომ 2024 წელს მაქსიმუმ 1,7 მილიარდ ევროს (1,80 მლრდ დოლარი) გამოუყოფს ლტოლვითა ხარჯების დასაფარად, რაც ორჯერ ნაკლებია მიმდინარე წელს გამოყოფილ სახსრებზე — 3,75 მლრდ ევროზე.
ამასთან ფედერალური მთავრობა ვერ დებს პირობას, რომ მომდევნო წლებში ლტოლვილებისთვის გამოყოფილი დახმარება 2023 წლის დაფინანსების ტოლი იქნება.
როგორც გერმანიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, „ლტოლვილების განთავსება-შენახვაზე ფედერალური მიწები აგებენ პასუხს და ფედერალური მთავრობა აცნობიერებს ამის ეროვნულ ასპექტს“.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0