https://sputnik-georgia.com/20230926/putinisa-lukasenkos-setanxmeba-282683391.html
ლუკაშენკო და პუტინი ორ „მნიშვნელოვან“ პროექტზე შეთანხმდნენ
ლუკაშენკო და პუტინი ორ „მნიშვნელოვან“ პროექტზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და ბელარუსის ლიდერები — ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო სამრეწველო და სატრანსპორტო სფეროს ორ პროექტში... 26.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-26T13:40+0400
2023-09-26T13:40+0400
2023-09-26T17:05+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
ბელარუსი
ალექსანდრ ლუკაშენკო
ვლადიმირ პუტინი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/09/278425493_0:45:3069:1771_1920x0_80_0_0_6a1b56236140f59d949f38bff473398e.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და ბელარუსის ლიდერები — ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო სამრეწველო და სატრანსპორტო სფეროს ორ პროექტში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა თავად განაცხადა მინსკში ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოსთან შეხვედრისას.როგორც ბელარუსის ლიდერმა განმარტა, რუს კოლეგას ტელეფონით ელაპარაკა.ავიადარგში თანამშრომლობის შესახებ საუბრისას ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მინსკს შეუძლია უფრო ინტენსიურად აითვისოს Ил-96-ის ცალკეული კომპონენტების წარმოება, ასევე ამ თვითმფრინავების მომსახურება.ბელარუსის პრეზიდენტმა სატრანსპორტო სფეროში რუსეთთან ერთობლივ პროექტს „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა.მან დააზუსტა, რომ ვლადიმირ პუტინს 15 ოქტომბერს შეხვდება ყირგიზეთში, სადაც ამ პროექტებს საგნობრივად განიხილავენ.რუსეთმა და ბელარუსმა 2021 წლის თებერვალში მოაწერეს ხელი შეთანხმებას ბელარუსული ნავთობპროდუქტების რუსეთის პორტებიდან ექსპორტის შესახებ. ხოლო გასული წლის გაზაფხულზე მხარეებმა ბელარუსული სასუქების ტრანზიტისთვის ტერმინალის მშენებლობაზე დაიწყეს მსჯელობა.
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/09/278425493_101:0:2830:2047_1920x0_80_0_0_bb13aa3fc52a2c395746dbf7f80d255b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ბელარუსი , ალექსანდრ ლუკაშენკო, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ბელარუსი , ალექსანდრ ლუკაშენკო, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა
ლუკაშენკო და პუტინი ორ „მნიშვნელოვან“ პროექტზე შეთანხმდნენ
13:40 26.09.2023 (განახლებულია: 17:05 26.09.2023) თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და ბელარუსის ლიდერები — ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო სამრეწველო და სატრანსპორტო სფეროს ორ პროექტში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.
ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა თავად განაცხადა მინსკში ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოსთან შეხვედრისას.
როგორც ბელარუსის ლიდერმა განმარტა, რუს კოლეგას ტელეფონით ელაპარაკა.
„საუბარი იყო მცირე ტევადობის თვითმფრინავების ერთობლივ წარმოებაზე, რომლებზეც მაღალი მოთხოვნაა და საჭიროა რუსეთის ფედერაციაში <...> მეორე, რაც ჩვენ გვეხება — ეს მეორე სარკინიგზო ხაზის მშენებლობაა ბელარუსიდან ლენინგრადში, რათა ჩვენ დიდი მოცულობის ტვირთების გადატანა შევძლოთ [რუსეთის] პორტებში და იქიდან მთელ მსოფლიოზე ვიმუშაოთ", — აღნიშნა ლუკაშენკომ.
ავიადარგში თანამშრომლობის შესახებ საუბრისას ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მინსკს შეუძლია უფრო ინტენსიურად აითვისოს Ил-96-ის ცალკეული კომპონენტების წარმოება, ასევე ამ თვითმფრინავების მომსახურება.
ბელარუსის პრეზიდენტმა სატრანსპორტო სფეროში რუსეთთან ერთობლივ პროექტს „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა.
„ჩვენ ვაშენებთ საპორტო ინფრასტრუქტურას, მაგრამ რკინიგზა ვიწრო ადგილია. [პუტინმა] მთხოვა, რომ სრული მახასიათებლები ჩავუტანო“, —დასძინა ლუკაშენკომ.
მან დააზუსტა, რომ ვლადიმირ პუტინს 15 ოქტომბერს შეხვდება ყირგიზეთში, სადაც ამ პროექტებს საგნობრივად განიხილავენ.
რუსეთმა და ბელარუსმა 2021 წლის თებერვალში მოაწერეს ხელი შეთანხმებას ბელარუსული ნავთობპროდუქტების რუსეთის პორტებიდან ექსპორტის შესახებ. ხოლო გასული წლის გაზაფხულზე მხარეებმა ბელარუსული სასუქების ტრანზიტისთვის ტერმინალის მშენებლობაზე დაიწყეს მსჯელობა.