გერმანიაში 27 წლის ქართველი ქალი ქმრისა და შვილების თვალწინ გააუპატიურეს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიგერმანიის პოლიცია
გერმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2023
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაკავებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. გერმანიაში ქართველი ახალგაზრდა ქალი ქმრისა და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გააუპატიურეს, რის გამოც პოლიციამ სამი პირი – სომალისა და გვინეის მოქალაქეები დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ინციდენტი ივლისში მოხდა, თუმცა შემზარავი ფაქტის დეტალები ახლა გახდა ცნობილი. 27 წლის ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე გამოძიებამ ახალი გარემოებები დაადგინა და საქმე სასამართლოში გადაიგზავნა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასტიკად იყო ნაცემი ქალის ქმარიც. ბრალდებულთა შესახებ ცნობილია ის, რომ ისინი თავდასხმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის წარსულში ნასამართლევი პირები არიან. აღნიშნული პირები გერმანიაში ნარკორეალიზაციით იყვნენ დაკავებული და ნარკოტიკებს სწორედ იმ სკვერში ყიდდნენ, სადაც დანაშაული მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0