ავიაკომპანია „აზიმუტი“ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით რეისების რაოდენობას ზრდის

© photo: Sputnik / Pivov / გადასვლა მედიაბანკში„აზიმუტის“ თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100
„აზიმუტის“ თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2023
გამოწერა
ავიაკომპანია თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებს შეასრულებს მოსკოვიდან, მინვოდიდან და სოჭიდან.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ავიაკომპანია „აზიმუტი“ 2023 წლის ოქტომბერში ზრდის პირდაპირი ფრენების რაოდენობას რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით და, მოსკოვის გარდა, საქართველოს ქალაქებში რეისებს შეასრულებს მინვოდიდან და სოჭიდან, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შეტანილი ახალი განაცხადების თანახმად, ავიაკომპანია Azimuth 14-დან 28 ოქტომბრამდე კვირაში ერთხელ მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს მინვოდი–თბილისი–მინვოდის მიმართულებით.
„აზიმუტი“ მოსკოვი-ბათუმი და სოჭი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს შეასრულებს >>
ამას გარდა, 11-დან 28 ოქტომბრამდე ავიაკომპანია კვირაში ორჯერ შეასრულებს რეისს სოჭი–თბილისი–სოჭის მიმართულებით, ხოლო 9-დან 26 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ იფრენს მოსკოვიდან ბათუმში.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ „აზიმუტს“ აღნიშნული მიმართულებებით ფრენების ნებართვა მისცეს, რადგან ავიაკომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ არის შეყვანილი.
ავიაკომპანია Azimuth Airlines ზამთრის სანავიგაციო სეზონშიც (29 ოქტომბრიდან) გააგრძელებს ოპერირებას მოსკოვი–თბილისი–მოსკოვის მიმართულებით.
ავიაკომპანია „როსია“ საქართველოს მიმართულებით არ იფრენს - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო >>
ასევე, სააგენტოს ინფორმაციით, ზამთრის სანავიგაციო სეზონში ავიაკომპანია Red Wings ჟუკოვსკი–თბილისი–ჟუკოვსკის საჰაერო ხაზზე კვირაში ხუთი სიხშირით იფრენს.
ავიაკომპანია გააგრძელებს ასევე ოპერირებას მოსკოვი–ქუთაისი–მოსკოვის მიმართულებით კვირაში ექვსი სიხშირით. აღნიშნული ავიაკომპანია, ისევე, როგორც Azimuth Airlines არ არის შეყვანილი ევროკავშირის შავ სიაში.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ არიან ევროკავშირის შავ სიაში.
ფრენები არ განხორციელდება ასევე იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებსაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მიწოდებას.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0