ავიაკომპანია „როსია“ საქართველოს მიმართულებით არ იფრენს - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

© photo: Sputnik / Ilia Naymushinავიაკომპანია „როსიას“ თვითმფრინავი
ავიაკომპანია „როსიას“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2023
გამოწერა
პირველად ავიაკომპანიას უარი ეთქვა 2023 წლის 16 მაისს, საუბარი იყო მოსკოვი–თბილისი–მოსკოვის მიმართულებით რეგულარული რეისის განხორციელებაზე.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსული ავიაკომპანია Rossiya-ს მიერ საქართველოში ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია უარყო.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავიაკომპანია „როსია“ მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 14 ოქტომბრიდან დაიწყებდა, აღნიშნული აეროპორტის ვებ-გვერდზე გაჩნდა, შემდეგ კი რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელდა. მაგრამ ავიაკომპანია „როსიას“ ვებ-გვერდზე საქართველოს ქალაქები ხელმისაწვდომი მიმართულებების სიაში არ იყო მითითებული.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ს ორჯერ ეთქვა უარი საქართველოში ოპერირებაზე... სააგენტოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ ROSSIYA AIRLINES იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. შესაბამისად, საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღნიშნული ავიაკომპანიით არ განხორციელდება“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

პირველად ავიაკომპანიას უარი ეთქვა 2023 წლის 16 მაისს, საუბარი იყო მოსკოვი–თბილისი–მოსკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებაზე.
მეორედ ავიაკომპანია „როსიამ“ კვლავ მიმართა სააგენტოს 14 სექტემბერს, ამჯერად რეგულარული რეისების შესრულების თხოვნით რამდენიმე მიმართულებით: მოსკოვი–თბილისი–მოსკოვი, მოსკოვი–ბათუმი–მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი–თბილისი–სანქტ-პეტერბურგი. ავიაკომპანიას უარი იმავე დღეს ეთქვა.
„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქარქაშაძე: საქართველოს აეროპორტები სანქცირებულ თვითმფრინავებს არ მოემსახურებიან >>
ფრენები არ განხორციელდება ასევე იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა.
„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0