ბათუმში „შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerფესტივალი BATUMI MUSIC FEST
ფესტივალი BATUMI MUSIC FEST - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2023
გამოწერა
წლების განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში 60-ზე მეტი უმაღლესი დონის კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მსოფლიო სცენის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში „შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ 30 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი საიუბილეო მეათე წელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს მსმენელს და უმასპინძლებს მრავალ ქვეყანას, მათ შორის ცნობილ ხელოვანებს სომხეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან, აზერბაიჯანიდან. ფესტივალს მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმული 20-ზე მეტი სოლისტი ეწვევა, რომლებიც მაყურებლის წინაშე ბათუმის საფესტივალო ორკესტრთან ერთად წარდგებიან.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება მასტერ-კლასები ახალგაზრდა პიანისტებისთვის, რომელთაც მაესტრო მიშელ სოგნი ინოვაციური მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩაატარებს.
ფესტივალი, რომლის მიზანია ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით ჩატარდება.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც წელს მეექვსედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი და იმართება საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით.
„იუნესკოს მშვიდობის ელჩმა“, პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ ფესტივალი 2013 წელს დააარსა. ღონისძიებისთვის ახალი სახელწოდების მინიჭების იდეაც (ადრე ფესტივალის სახელწოდება იყო Batumi Music Fest) ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის. ე.წ. რებრენდინგი ღონისძიების მნიშვნელობისა და მასშტაბის გაფართოების მიზნით ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0