https://sputnik-georgia.com/20230925/yarabaris-konfliqti-282634073.html
კრემლში ყარაბაღის დარეგულირების მთავარი პირობა დასახელდა
კრემლში ყარაბაღის დარეგულირების მთავარი პირობა დასახელდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. იმედი გვაქვს, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ხელს შეუწყობს ყარაბაღის უსაფრთხოებას და რეგიონში ცხოვრების... 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T17:30+0400
2023-09-25T17:30+0400
2023-09-25T21:04+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ვითარება ყარაბაღში
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
თურქეთი
პოლიტიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/15/281539369_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_042d4e2cfde9147058d195b076e5c992.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. იმედი გვაქვს, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ხელს შეუწყობს ყარაბაღის უსაფრთხოებას და რეგიონში ცხოვრების ნორმალიზებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.მანამდე თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რეჯეფ ერდოღანი 25 სექტემბერს შეხვდება აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევს, სადაც სახელმწიფოების მეთაურები, სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონული და გლობალური დღის წესრიგის მიმდინარე საკითხებზე, პირველ რიგში, ყარაბაღის მოვლენებზე იმსჯელებენ.მან იქვე აღნიშნა, რომ ყარაბაღში სიტუაციის დარეგულირებაში „მთავარია, თავიდან ავიცილოთ მესამე მხარის მცდელობები, დააფიქსირონ კავკასიაში საკუთარი არსებობა მაშინ, როცა შუამავლობის პოტენციალი არ გააჩნიათ“.თუმცა, პესკოვის თქმით, თუ ვინმეს დაძაბულობის შემცირებაში, ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის ახალ რეალობასთან მორგებაში დახმარება შეუძლია, ეს „მხოლოდ მისასალმებელია". მაგრამ, მისი თქმით, ამისთვის ყველა მხარის თანხმობაა საჭირო.აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ 19 სექტემბერს დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“. უკვე 20 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის მოსახლეობის მიმართვის გათვალისწინებით, რომელიც მათ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა გადასცა, აზერბაიჯანი დღის 13:00 საათიდან წყვეტდა „ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის სომხური თემის აზერბაიჯანში რეინტეგრაციის პირობებზე. მოსალოდნელია, რომ რეგიონის მთელი ტერიტორია აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ გადავა.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/15/281539369_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_9c97cf14a2aa2df58af507e44ba6df72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ვითარება ყარაბაღში , სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, თურქეთი , პოლიტიკა, რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ვითარება ყარაბაღში , სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, თურქეთი , პოლიტიკა, რუსეთი
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. იმედი გვაქვს, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ხელს შეუწყობს ყარაბაღის უსაფრთხოებას და რეგიონში ცხოვრების ნორმალიზებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რეჯეფ ერდოღანი 25 სექტემბერს შეხვდება აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევს, სადაც სახელმწიფოების მეთაურები, სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონული და გლობალური დღის წესრიგის მიმდინარე საკითხებზე, პირველ რიგში, ყარაბაღის მოვლენებზე იმსჯელებენ.
„ჩვენ ყოველ ჯერზე ვიმედოვნებთ, რომ ყველა შეხვედრა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ატარებს, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტთან, ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოებასა და ყარაბაღში ცხოვრების ნორმალიზებას მომხდარის შემდეგ. სწორედ ასეთი მოლოდინები გვაქვს ახლაც", — განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე.
მან იქვე აღნიშნა, რომ ყარაბაღში სიტუაციის დარეგულირებაში „მთავარია, თავიდან ავიცილოთ მესამე მხარის მცდელობები, დააფიქსირონ კავკასიაში საკუთარი არსებობა მაშინ, როცა შუამავლობის პოტენციალი არ გააჩნიათ“.
თუმცა, პესკოვის თქმით, თუ ვინმეს დაძაბულობის შემცირებაში, ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის ახალ რეალობასთან მორგებაში დახმარება შეუძლია, ეს „მხოლოდ მისასალმებელია". მაგრამ, მისი თქმით, ამისთვის ყველა მხარის თანხმობაა საჭირო.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ 19 სექტემბერს დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“. უკვე 20 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის მოსახლეობის მიმართვის გათვალისწინებით, რომელიც მათ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა გადასცა, აზერბაიჯანი დღის 13:00 საათიდან წყვეტდა „ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“.
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის სომხური თემის აზერბაიჯანში რეინტეგრაციის პირობებზე. მოსალოდნელია, რომ რეგიონის მთელი ტერიტორია აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ გადავა.