https://sputnik-georgia.com/20230925/avtoavaria-qarelsi-romelsac-policielebi-emsxverplnen-mzrols-11-wliani-patimroba-miesaja-282652331.html
ავტოავარია ქარელში, რომელსაც პოლიციელები ემსხვერპლნენ - მძღოლს 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ავტოავარია ქარელში, რომელსაც პოლიციელები ემსხვერპლნენ - მძღოლს 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
ნასვამმა მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის პირას გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას. 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T22:03+0400
2023-09-25T22:03+0400
2023-09-26T01:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280692625_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_5cd3e57962a52605ea59cd21e89a0371.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩადენილი ავტოავარიის შედეგად, ორი პატრულ-ინსპექტორის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 17 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის განაპირას გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას.სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარედგინა. აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შეჯახების დროს მანქანაში მყოფი ორი პატრული დაიღუპა: 51 წლის მაიორი ომარ ქარელი და 31 წლის უფროსი ლეიტენანტი ვანო ბასანიძე.წყარო - გენერალური პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280692625_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_e3906f3faa3554e09a1c1dcdd70ba633.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავტოავარია ქარელში, რომელსაც პოლიციელები ემსხვერპლნენ - მძღოლს 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
22:03 25.09.2023 (განახლებულია: 01:33 26.09.2023) ნასვამმა მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის პირას გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას.
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩადენილი ავტოავარიის შედეგად, ორი პატრულ-ინსპექტორის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 17 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის განაპირას გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას.
„შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მყოფი ორი პატრულ-ინსპექტორი ადგილზე გარდაიცვალა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარედგინა. აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.
შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შეჯახების დროს მანქანაში მყოფი ორი პატრული დაიღუპა: 51 წლის მაიორი ომარ ქარელი და 31 წლის უფროსი ლეიტენანტი ვანო ბასანიძე.