25 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© unsplash/Drew Beamerმინის ბურთი ხელისგულზე
მინის ბურთი ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2023
გამოწერა
გაეცანით 25 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი
24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.
24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2018
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება
25 სექტემბერს დაბადებულები
25 სექტემბერს დაბადებულები შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ენამახვილი, მომხიბლავი, კეთილმოსურნე, გულღია, ოპტიმისტური, კომუნიკაბელური. ასეთ ადამიანს უყვარს სხვადასხვა ელიტური ღონისძიება, მოდური წვეულებები. თუ რამე ისე არ ჩაივლის, როგორც საჭირო იყო, მისი ხასიათი მაშინვე იცვლება, ოპტიმიზმს მწუხარება, მელანქოლია ცვლის და ამ მდგომარეობამ შესაძლოა, დიდხანს გასტანოს.
განწყობის ხშირი ცვალებადობა, შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს დაბადებულების ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაკლია. ისინი აქტიური, მიზანსწრაფული, გამჭრიახი ადამიანები არიან, ხანდახან ფილოსოფიური ჭვრეტაც უყვართ, შეუძლიათ გარშემომყოფებსა და საკუთარ თავზე სიცილი. მათ დახვეწილ იუმორს მისი ახლობლები და მეგობრები აფასებენ.
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>
25 სექტემბერს დაბადებულები ძალზე მგრძნობიარე არიან, რაც ხანდახან ტელეპათიას ემიჯნება კიდეც. აქვთ შესანიშნავი ინტუიცია და რომ განავითარონ ეს უნარი, ცხოვრებაში მრავალ შეცდომას აირიდებდნენ თავიდან.
25 სექტემბერს დაბადებულ სასწორებს აზროვნების ანალიტიკური წყობა აქვთ. ეს მათ პროფესიულ საქმიანობაში ეხმარება, მაგრამ ანალიტიკის სიყვარული პირად ცხოვრებაში ხელს უშლის. სამწუხაროდ, სასურველს ხშირად სინამდვილედ აღიქვამენ და თავად იგონებენ პრობლემებს.
ადამიანი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
ზოდიაქოს მომიჯნავე ნიშნების პერიოდში დაბადებულები: განსაკუთრებული თვისებები
რადგანაც 25 სექტემბერს დაბადებულები, თავიანთი კრიტიკულობისა და პირდაპირობის გამო, ბევრ მტერს იძენენ, თავიანთი აზრის გამოთქმისა მათ არ ეშინიათ, თან ამას საკმაოდ უხეშად აკეთებენ. თუმცა, მათი კრიტიკა პრაქტიკაში კონსტრუქციული აღმოჩნდება ხოლმე. ამის გამო უფროსობა მათ უხეშობაზე თვალს ხუჭავს.
ჯანმრთელობა
25 სექტემბერს დაბადებულებს ჯანმრთელობის პრობლემები არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობის გამო შეიძლება გაუჩნდეთ. ფიზიკური სავარჯიშოები მათ ორი კურდღლის დაჭერაში დაეხმარება - ორგანიზმის აუცილებელ დატვირთვას უზრუნველყოფენ და ასევე ფიქრებს წესრიგში მოიყვანენ. ისინი უნდა მოერიდონ სტიმულატორებს, რამაც მიჩვევა იცის, ხოლო შემდეგ მათგან გათავისუფლება უკვე ძნელია.
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები>>
რჩევა:
კრიტიკულობა პროფესიულ გარემოში - შესანიშნავი სტიმულია ცვლილებებისთვის; მაგრამ სახლში მეტი ტაქტი და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ნუ გაანაწყენებთ ახლობლებს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მოსაზრებებს არ იზიარებენ.
ყველა ახალი ამბავი
0