საქართველოში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტი შეიძლება გაფართოვდეს

© Ministry of Education and Science of Georgiaშეხვედრა განათლების სამინისტროში
შეხვედრა განათლების სამინისტროში
 - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2023
გამოწერა
პროექტის წყალობით სტუდენტები საქართველოში ფრანგული დიპლომის მიღებას შეძლებენ.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის გაფართოების მხარდაჭერა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა კამი ნორამ თბილისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტი „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ 2018 წლიდან ხორციელდება და წარმოადგენს მხარეთა ინსტიტუციურ თანამშრომლობას უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროში, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და საქართველოში ფრანგული დიპლომის გაცემას.
შეხვედრაზე ამილახვარმა განათლების სისტემის განვითარების კუთხით ფრანგულ მხარესთან პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი ხორციელდება.
სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა განიხილეს საქართველოში დამოუკიდებელი ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის შექმნის შესაძლებლობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის საელჩოს ატაშე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში ალექსანდრა რიხტერი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ატაშე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხებში ქეთევან ქურციკიძე.
ყველა ახალი ამბავი
0