https://sputnik-georgia.com/20230925/---------282611448.html
თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის წევრი გახდა
თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის წევრი გახდა
Sputnik საქართველო
თბილისის მუზეუმების გაერთიანება ასევე გახდა გაციფრულების ჯგუფის წევრი. 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T11:41+0400
2023-09-25T11:41+0400
2023-09-25T16:55+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23650/00/236500062_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_dc75bfba41234d47684f0b786184e434.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (NEMO) წევრი გახდა, ნათქვამია მუზეუმების ასოციაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. NEMO ევროპის 40 ქვეყნის 30 ათასზე მეტ მუზეუმს აერთიანებს და პოპულარიზაციას უწევს იმ ევროპულ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მუზეუმების მიერ კულტურული მემკვიდრეობის მცველების მისიის შესრულებას და ინტეგრირებას ევროპული კულტურის ერთიან სივრცეში. NEMO-ში გაწევრიანების პარალელურად თბილისის მუზეუმების გაერთიანება ასევე გახდა გაციფრულების ჯგუფის წევრი. ЕМА-ს კონკურსზე თბილისის მუზეუმების გაერთიანება პრიზით დაჯილდოვდა>>>ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე მუზეუმების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას. NEMO-ს გაციფრულების ჯგუფის მიზანია – უზრუნველყოს სამუზეუმო მემკვიდრეობის მაქსიმალური ინტეგრირება ევროკავშირის ციფრულ დღის წესრიგში და ევროპული მუზეუმების ციფრული შესაძლებლობების განვითარება ყველა დონეზე. ორგანიზაცია, რომელიც 1992 წელს დაარსდა, ეროვნული მუზეუმების ორგანიზაციების დამოუკიდებელი ქსელია, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამუზეუმო საზოგადოებას წარმოადგენს. საკუთარი მიზნების განსახორციელებლად NEMO კონცენტრირებულია ექვს სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომლებიც ეხმარება მუზეუმებს სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაში, ესენია: საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური, საკოლექციო ღირებულებები, ასევე პროფესიული განვითარება და მუზეუმების გაციფრულება. ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი უზრუნველყოფს მუზეუმების განუყოფლობას ევროპული ცხოვრების სტილსა და ფასეულობებთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23650/00/236500062_250:0:1750:1125_1920x0_80_0_0_0c64c281e332d86236bdb0ad25bdf230.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის წევრი გახდა
11:41 25.09.2023 (განახლებულია: 16:55 25.09.2023) თბილისის მუზეუმების გაერთიანება ასევე გახდა გაციფრულების ჯგუფის წევრი.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (NEMO) წევრი გახდა, ნათქვამია მუზეუმების ასოციაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
NEMO ევროპის 40 ქვეყნის 30 ათასზე მეტ მუზეუმს აერთიანებს და პოპულარიზაციას უწევს იმ ევროპულ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მუზეუმების მიერ კულტურული მემკვიდრეობის მცველების მისიის შესრულებას და ინტეგრირებას ევროპული კულტურის ერთიან სივრცეში.
NEMO-ში გაწევრიანების პარალელურად თბილისის მუზეუმების გაერთიანება ასევე გახდა გაციფრულების ჯგუფის წევრი.
ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე მუზეუმების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას. NEMO-ს გაციფრულების ჯგუფის მიზანია – უზრუნველყოს სამუზეუმო მემკვიდრეობის მაქსიმალური ინტეგრირება ევროკავშირის ციფრულ დღის წესრიგში და ევროპული მუზეუმების ციფრული შესაძლებლობების განვითარება ყველა დონეზე.
ორგანიზაცია, რომელიც 1992 წელს დაარსდა, ეროვნული მუზეუმების ორგანიზაციების დამოუკიდებელი ქსელია, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამუზეუმო საზოგადოებას წარმოადგენს.
საკუთარი მიზნების განსახორციელებლად NEMO კონცენტრირებულია ექვს სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომლებიც ეხმარება მუზეუმებს სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაში, ესენია: საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური, საკოლექციო ღირებულებები, ასევე პროფესიული განვითარება და მუზეუმების გაციფრულება.
ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი უზრუნველყოფს მუზეუმების განუყოფლობას ევროპული ცხოვრების სტილსა და ფასეულობებთან.