https://sputnik-georgia.com/20230922/ema--------282542923.html
ЕМА-ს კონკურსზე თბილისის მუზეუმების გაერთიანება პრიზით დაჯილდოვდა
ЕМА-ს კონკურსზე თბილისის მუზეუმების გაერთიანება პრიზით დაჯილდოვდა
Sputnik საქართველო
თბილისის მუზეუმების გაერთიანება მიმდინარე წლის სექტემბრიდან ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (NEMO) წევრია. 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T12:21+0400
2023-09-22T12:21+0400
2023-09-22T17:05+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/16/237271605_0:36:2000:1161_1920x0_80_0_0_27215eb5237fe0f802a7da28c710116b.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ევროპის მუზეუმების აკადემიის (ЕМА) 2023 წლის კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. EMA-ს კონფერენცია 2023 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქად აღიარებულ ტიმიშოარაში ჩატარდა და მუზეუმების აკადემიის ყოველწლიური კონკურსის დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. EMA-ს 2023 წლის კონკურსი ხელოვნების მუზეუმის ჯილდოს, DASA-სა და Luigi Micheletti-ს პრემიებს მოიცავს. 2023 წლის კონკურსის შედეგების მიხედვით, გაიცა სამი პრემია და ორი განსაკუთრებული პრიზი. 2023 წლის ხელოვნების მუზეუმის ჯილდო მიენიჭა S.M.A.K – ბელგიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს; 2023 წლის DASA – პრემია გადაეცა უნგრეთის ფულის მუზეუმსა და ვიზიტორთა ცენტრს; 2023 წლის ლუიჯი მიკელეტის პრემია კი გადაეცა დანიის ლტოლვილთა მუზეუმს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს შორის დასახელდა>>>სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ თბილისის მუზეუმების გაერთიანება და კიევის მეორე მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმი. „სპეციალური აღნიშვნის პრიზი გადაეცა თბილისის მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც თავისი კოლექციებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და აქტივობებით შთააგონებს ვიზიტორებსა და დამთვალიერებლებს, დაფიქრდნენ ისტორიულ და საზოგადოებრივ გამოწვევებზე", – ნათქვამია მერიის განცხადებაში. ევროპის მუზეუმების აკადემია 2009 წელს მუზეოლოგ კენეტ ჰადსონის სახელის პატივსაცემად დაფუძნდა და მასში გაერთიანებული არიან სამუზეუმო საქმის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, ევროპის მუზეუმთა ხელმძღვანელები, სამუზეუმო და საგამოფენო საქმის თეორეტიკოსები, კურატორები და სხვ. თბილისის მუზეუმების გაერთიანება 2023 წლის სექტემბრიდან ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (NEMO) წევრია. 1992 წელს დაარსებული ორგანიზაცია ეროვნული მუზეუმების ორგანიზაციების დამოუკიდებელი ქსელია, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამუზეუმო საზოგადოებას წარმოადგენს. მთლიანობაში, NEMO ევროპის 40 ქვეყნის 30 ათასზე მეტ მუზეუმს აერთიანებს და პოპულარიზაციას უწევს იმ ევროპულ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მუზეუმების მიერ კულტურული მემკვიდრეობის მცველების მისიის შესრულებას და ინტეგრირებას ევროპული კულტურის ერთიან სივრცეში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/16/237271605_0:0:1778:1333_1920x0_80_0_0_5af036d80c64b069025eb73d429002c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
ЕМА-ს კონკურსზე თბილისის მუზეუმების გაერთიანება პრიზით დაჯილდოვდა
12:21 22.09.2023 (განახლებულია: 17:05 22.09.2023) თბილისის მუზეუმების გაერთიანება მიმდინარე წლის სექტემბრიდან ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (NEMO) წევრია.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ევროპის მუზეუმების აკადემიის (ЕМА) 2023 წლის კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
EMA-ს კონფერენცია 2023 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქად აღიარებულ ტიმიშოარაში ჩატარდა და მუზეუმების აკადემიის ყოველწლიური კონკურსის დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.
EMA-ს 2023 წლის კონკურსი ხელოვნების მუზეუმის ჯილდოს, DASA-სა და Luigi Micheletti-ს პრემიებს მოიცავს. 2023 წლის კონკურსის შედეგების მიხედვით, გაიცა სამი პრემია და ორი განსაკუთრებული პრიზი.
2023 წლის ხელოვნების მუზეუმის ჯილდო მიენიჭა S.M.A.K – ბელგიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს; 2023 წლის DASA – პრემია გადაეცა უნგრეთის ფულის მუზეუმსა და ვიზიტორთა ცენტრს; 2023 წლის ლუიჯი მიკელეტის პრემია კი გადაეცა დანიის ლტოლვილთა მუზეუმს.
სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ თბილისის მუზეუმების გაერთიანება და კიევის მეორე მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმი.
„სპეციალური აღნიშვნის პრიზი გადაეცა თბილისის მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც თავისი კოლექციებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და აქტივობებით შთააგონებს ვიზიტორებსა და დამთვალიერებლებს, დაფიქრდნენ ისტორიულ და საზოგადოებრივ გამოწვევებზე", – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ევროპის მუზეუმების აკადემია 2009 წელს მუზეოლოგ კენეტ ჰადსონის სახელის პატივსაცემად დაფუძნდა და მასში გაერთიანებული არიან სამუზეუმო საქმის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, ევროპის მუზეუმთა ხელმძღვანელები, სამუზეუმო და საგამოფენო საქმის თეორეტიკოსები, კურატორები და სხვ.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება 2023 წლის სექტემბრიდან ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (NEMO) წევრია. 1992 წელს დაარსებული ორგანიზაცია ეროვნული მუზეუმების ორგანიზაციების დამოუკიდებელი ქსელია, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამუზეუმო საზოგადოებას წარმოადგენს.
მთლიანობაში, NEMO ევროპის 40 ქვეყნის 30 ათასზე მეტ მუზეუმს აერთიანებს და პოპულარიზაციას უწევს იმ ევროპულ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მუზეუმების მიერ კულტურული მემკვიდრეობის მცველების მისიის შესრულებას და ინტეგრირებას ევროპული კულტურის ერთიან სივრცეში.