https://sputnik-georgia.com/20230112/erovnuli-muzeumi-msoflios-sauketeso-muzeumebs-shoris-dasaxelda-273857172.html
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს შორის დასახელდა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს შორის დასახელდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს შეიქმნა და ქვეყანაში ყველაზე დიდ სამუზეუმო გაერთიანებას წარმოადგენს. 12.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-12T10:50+0400
2023-01-12T10:50+0400
2023-01-12T17:42+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/14/237271404_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_27668dd7748ffd6ac070ae79e343758c.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა გამოცემა Best Life-მა საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების სიაში შეიყვანა.სტატიაში სახელწოდებით „ათი საუკეთესო მუზეუმი, რომელიც უნდა მოინახულო“ აღწერილია აშშ-ის, საქართველოს, საბერძნეთის, თურქეთის, ახალი ზელანდიის, ისრაელის, ეგვიპტის, ჰოლანდიისა და გერმანიის მუზეუმები.„დედამიწაზე არ არსებობს კუთხე საკუთარი ისტორიის გარეშე, მაგრამ, ექსპერტების აზრით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გავლენა საზღვრებს სცდება და ვიზიტორებში აღფრთოვანებას იწვევს“, – აღნიშნულია სტატიაში.სტატიაში National Geographic-ის მოგზაურის ჯო იოგერტის ციტატაა მოყვანილი, რომელმაც საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და National Geographic-ის სპეციალური გზამკვლევისთვის თბილისის შესახებ სტატია მოამზადა.საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს შეიქმნა რამდენიმე მუზეუმის გაერთიანებით და ახლა ქვეყანაში ყველაზე დიდ სამუზეუმო გაერთიანებას წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/14/237271404_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_c535ba1335f5d908eb93a9c6ac641a05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს შორის დასახელდა
10:50 12.01.2023 (განახლებულია: 17:42 12.01.2023) საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს შეიქმნა და ქვეყანაში ყველაზე დიდ სამუზეუმო გაერთიანებას წარმოადგენს.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა გამოცემა Best Life-მა საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების სიაში შეიყვანა.
სტატიაში სახელწოდებით „ათი საუკეთესო მუზეუმი, რომელიც უნდა მოინახულო“ აღწერილია აშშ-ის, საქართველოს, საბერძნეთის, თურქეთის, ახალი ზელანდიის, ისრაელის, ეგვიპტის, ჰოლანდიისა და გერმანიის მუზეუმები.
„დედამიწაზე არ არსებობს კუთხე საკუთარი ისტორიის გარეშე, მაგრამ, ექსპერტების აზრით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გავლენა საზღვრებს სცდება და ვიზიტორებში აღფრთოვანებას იწვევს“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში National Geographic-ის მოგზაურის ჯო იოგერტის ციტატაა მოყვანილი, რომელმაც საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და National Geographic-ის სპეციალური გზამკვლევისთვის თბილისის შესახებ სტატია მოამზადა.
„საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეკრებილი კოლექციები საქართველოს მნიშვნელოვან როლს წარმოაჩენს ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და კავკასიაში. არქეოლოგიური საგანძური ყველაზე საოცარი ექსპონატია. აქ წარმოდგენილია საქართველოს სამეფოს ოქროსა და ვერცხლის რელიკვიები“, – ნათქვამია სტატიაში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს შეიქმნა რამდენიმე მუზეუმის გაერთიანებით და ახლა ქვეყანაში ყველაზე დიდ სამუზეუმო გაერთიანებას წარმოადგენს.