https://sputnik-georgia.com/20230923/msvidobiani-samezoblo-iniciativa-premieris-winadadeba-baqosa-da-erevnistvis-282587519.html
„მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა“ - პრემიერმა ბაქოსა და ერევანს წინადადებით მიმართა
„მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა“ - პრემიერმა ბაქოსა და ერევანს წინადადებით მიმართა
Sputnik საქართველო
საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად ყალიბდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 23.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-23T17:28+0400
2023-09-23T17:28+0400
2023-10-25T17:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
აბრეშუმის გზა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282410534_0:0:3070:1728_1920x0_80_0_0_e6367eda72157f06a0894bad5cb80043.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა ჩართოს სომხეთი და აზერბაიჯანი „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაში“, რათა სამხრეთ კავკასიაში საბოლოოდ დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.2021 წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად ყალიბდება.მისი თქმით, საქართველო მუშაობს სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებზე აზიასა და ევროპას შორის უმნიშვნელოვანესი კავშირების დასამყარებლად.„საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა პრემიერმა.საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის, დასძინა პრემიერმა.ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2023 წელს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება >>რიგით მეოთხე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში 60-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა მან.პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და კასპიის ზღვით აღმოსავლეთი-დასავლეთის შუა დერეფნის პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩაერთოს დერეფანში როგორც სატრანზიტო მარშრუტის ნაწილი.„შუა დერეფანი გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა აღმოვფხვრათ დაბრკოლებები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.აღნიშნული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან, აღნიშნა მან.გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველოში დაიწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის ერთ-ერთია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი.აბრეშუმის გზის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.ამ მხრივ, ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც შენდება ქვეყნის მასშტაბით, არის აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი, მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და სხვა პროექტები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282410534_67:0:2798:2048_1920x0_80_0_0_b0f7e0995136eedb78e19b0d697067e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აბრეშუმის გზა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, აბრეშუმის გზა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
„მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა“ - პრემიერმა ბაქოსა და ერევანს წინადადებით მიმართა
17:28 23.09.2023 (განახლებულია: 17:51 25.10.2023) საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად ყალიბდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა ჩართოს სომხეთი და აზერბაიჯანი „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაში“, რათა სამხრეთ კავკასიაში საბოლოოდ დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
2021 წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
„ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად ყალიბდება.
„საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად. ჩვენმა ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მუშაობს სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებზე აზიასა და ევროპას შორის უმნიშვნელოვანესი კავშირების დასამყარებლად.
„საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის, დასძინა პრემიერმა.
რიგით მეოთხე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში 60-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა მან.
პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და კასპიის ზღვით აღმოსავლეთი-დასავლეთის შუა დერეფნის პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩაერთოს დერეფანში როგორც სატრანზიტო მარშრუტის ნაწილი.
„შუა დერეფანი გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა აღმოვფხვრათ დაბრკოლებები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
აღნიშნული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან, აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველოში დაიწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის ერთ-ერთია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი.
„სისტემის გამტარუნარიანობა გაორმაგდება 2024 წლის ბოლოსთვის პროექტის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.
აბრეშუმის გზის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.
ამ მხრივ, ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც შენდება ქვეყნის მასშტაბით, არის აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი, მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და სხვა პროექტები.