https://sputnik-georgia.com/20230129/xangrzlivi-pauzis-semdeg-tbilissi-2023-wels-abresumis-gzis-forumi-gaimarteba-274351887.html
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2023 წელს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2023 წელს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება
Sputnik საქართველო
ბოლო, მესამე ფორუმი 2019 წელს შედგა და მას მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ორი ათასი მონაწილე ესწრებოდა. 29.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-29T09:24+0400
2023-01-29T09:24+0400
2023-01-29T09:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
აბრეშუმის გზა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273251606_0:0:3394:1910_1920x0_80_0_0_ee6451332b21ffacb0bb3c99fd14e503.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. 2023 წლის შემოდგომაზე იგეგმება თბილისის მე-4-ე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.„თბილისის პირველი საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლის ოქტომბერში გაიმართა. ბოლო, მესამე ფორუმი 2019 წელს შედგა და მას მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ორი ათასი მონაწილე ესწრებოდა.მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ფორუმის დღის წესრიგი მოიცავს რამდენიმე სადისკუსიო თემატურ პანელს, ასევე დაგეგმილია პარალელური ღონისძიებები და ორმხრივი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.თბილისის საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმი ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობას წარმოადგენს.ფორუმის მიზანია შექმნას და დაამტკიცოს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.აბრეშუმის გზის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.ამ მხრივ, ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც შენდება ქვეყნის მასშტაბით, არის აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი, მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და სხვა პროექტები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273251606_665:0:3394:2047_1920x0_80_0_0_f29fa3b7ecf3d3f46f2eada15665adb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , აბრეშუმის გზა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , აბრეშუმის გზა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2023 წელს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება
ბოლო, მესამე ფორუმი 2019 წელს შედგა და მას მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ორი ათასი მონაწილე ესწრებოდა.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. 2023 წლის შემოდგომაზე იგეგმება თბილისის მე-4-ე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
„თბილისის პირველი საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლის ოქტომბერში გაიმართა. ბოლო, მესამე ფორუმი 2019 წელს შედგა და მას მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ორი ათასი მონაწილე ესწრებოდა.
მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ფორუმის დღის წესრიგი მოიცავს რამდენიმე სადისკუსიო თემატურ პანელს, ასევე დაგეგმილია პარალელური ღონისძიებები და ორმხრივი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.
„ფორუმი უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს ,საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმი ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობას წარმოადგენს.
ფორუმის მიზანია შექმნას და დაამტკიცოს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
აბრეშუმის გზის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.
ამ მხრივ, ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც შენდება ქვეყნის მასშტაბით, არის აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი, მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და სხვა პროექტები.