მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რაუ: უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებები მავნეა და შეურაცხმყოფელი

© press-service of the Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2023
გამოწერა
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. პოლონეთისა და რუსეთის შედარება, რაც ბოლო დღეებში უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებში ისმის, პოლონეთის საზოგადოებისთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელია, წერს საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საკუთარ X-აკაუნტზე.
რაუს თქმით, ის ფაქტი, რომ პოლონეთი და რუსეთი ერთ რიგში ჩააყენეს, როგორც უკრაინისთვის ზიანის მიმყენებლები, „უკრაინისა და უკრაინელთა მიმართ პოლონელების ცნობიერებას ცვლის — არა მარტო კოლექტიურად, არამედ, პირველ რიგში, ინდივიდუალურად“.
ამასთანავე მინისტრი ხაზს უსვამს, რომ თითოეული პოლონური ოჯახი თანაუგრძნობს უკრაინელებს და ესმის მათი მძიმე მდგომარეობა, რის გამოც შეიფარეს კიდეც ლტოლვილები საკუთარ სახლებში.

„ამიტომ უკრაინის ამჟამინდელი პოლიტიკა არა მარტო საზიანო და მტკივნეულია ჩვენთვის, არამედ, უპირველესად, შეურაცხმყოფელია. ძნელია ვივარაუდოთ, რომ ეს მალე მიეცემა დავიწყებას. ამიტომ ეს უკრაინისთვისაც საზიანოა“, — მიაჩნია ზბიგნევ რაუს.

როგორც რაუ წერს, პოლონეთს სჯერა უკრაინის გამარჯვებისა და „გვერდზე არ გადგება“, თუმცა, ამის მიუხედავად, „არავის მისცემს უფლებას, რომ პოლონეთთან ურთიერთობები ვარშავისა და კიევის მიმართ „მტრულად განწყობილი კერძო ქონებისა და უცხო ინტერესების სახელით“ იყიდოს“.
პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვარშავა არ დაემორჩილა ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვის გაუქმების შესახებ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
მსოფლიო დღეს
უკრაინის სარჩელის გამო ვარშავა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს
ევროკომისიამ ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანაში — ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი მიმდინარე წლის აპრილში აკრძალა. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ფერმერები ყველაზე მეტად დაზარალდნენ უკრაინულ საქონელზე ბაჟის გადახდის გაუქმებით გამოწვეული დემპინგური ფასების გამო.
მოგვიანებით აღნიშნულმა ქვეყნებმა ეს ზომები გააუქმეს ევროკომისიის გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომელიც ჯერ 5 ივნისამდე, შემდეგ კი 15 სექტემბრამდე ითვალისწინებდა უკრაინიდან ოთხი სახეობის მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების — ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის თესლის მიწოდებაზე ემბარგოს. ხუთივე ქვეყნის მთავრობები ითხოვდნენ, რომ ემბარგო წლის ბოლომდე მაინც გახანგრძლივებულიყო, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინული მხარე.
ევროკომისიამ 15 სექტემბრის შემდეგ აღარ გაახანგრძლივა აკრძალვა, რის გამოც პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღეს და თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინული მარცვლეულის შეტანა შეზღუდეს. ამასთან დაკავშირებით კიევმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა ამ სამი ქვეყნის წინაააღმდეგ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში სარჩელის წარდგენის პროცედურას იწყებს.
ამაზე პასუხად პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ბოიკოტი გამოუცხადეს ევროკავშირის საკოორდინაციო პლატფორმის 25 სექტემბრის სხდომას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის იმპორტთან დაკაშირებული სადავო საკითხების განსახილველად შეიქმნა.
ყველა ახალი ამბავი
0