https://sputnik-georgia.com/20230922/---------282556668.html
„ხელჩასაჭიდი არაფერია" - თბილისი აშშ-სგან მტკიცებულებებს ითხოვს
„ხელჩასაჭიდი არაფერია" - თბილისი აშშ-სგან მტკიცებულებებს ითხოვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ფაქტი, დაცვის მხარე აგროვებდეს მტკიცებულებას, გამოძიებას რაიმე ხელჩასაჭიდი რომ ჰქონოდა, მაშინ... 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T17:21+0400
2023-09-22T17:21+0400
2023-09-22T20:31+0400
საქართველო
პოლიტიკა
ოთარ ფარცხალაძე
ქართული ოცნება
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e44ba6ce706be406510c04b6b26a70dd.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ფაქტი, დაცვის მხარე აგროვებდეს მტკიცებულებას, გამოძიებას რაიმე ხელჩასაჭიდი რომ ჰქონოდა, მაშინ, ალბათ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით სხვა ზომები იქნებოდა მიღებული, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.ოპონენტები ამბობენ, რომ აშშ-ის კონკრეტული უწყების განცხადება უფრო მნიშვნელოვანია და უფრო მაღლა დგას რანგით, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც გვავალდებულებს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესი დავიცვათ აღნიშნა დეპუტატმა.„ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული მტკიცებულებები იქნას წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, გამოძიებაც არის დაწყებული, მაგრამ გამოძიებას რომ რაიმე ხელმოსაკიდი ჰქონდეს, მაშინ დღეს, ალბათ, სხვა ზომები იქნებოდა კანონის ფარგლებში მიღებული“, – განაცხადა მიქანაძემ.პაპუაშვილი ფარცხალაძის მოქალაქეობაზე: სანქციების განხორციელებას არავითარი ზიანი არ მიადგა>>>აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე ზეგავლენის" გავრცელებისთვის.აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან“.ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f958f6f316fbe6a4fd1e7d344ad9a751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ოთარ ფარცხალაძე, ქართული ოცნება , აშშ , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, ოთარ ფარცხალაძე, ქართული ოცნება , აშშ , ახალი ამბები
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ფაქტი, დაცვის მხარე აგროვებდეს მტკიცებულებას, გამოძიებას რაიმე ხელჩასაჭიდი რომ ჰქონოდა, მაშინ, ალბათ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით სხვა ზომები იქნებოდა მიღებული, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
„მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ფაქტი, დაცვის მხარე აგროვებდეს მტკიცებულებას. ფარცხალაძეზე მაქვს საუბარი. მტკიცების ტვირთი არის ბრალდებაზე. ამერიკელი პარტნიორებისგან კი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის", – განაცხადა მიქანაძემ.
ოპონენტები ამბობენ, რომ აშშ-ის კონკრეტული უწყების განცხადება უფრო მნიშვნელოვანია და უფრო მაღლა დგას რანგით, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც გვავალდებულებს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესი დავიცვათ აღნიშნა დეპუტატმა.
„ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული მტკიცებულებები იქნას წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, გამოძიებაც არის დაწყებული, მაგრამ გამოძიებას რომ რაიმე ხელმოსაკიდი ჰქონდეს, მაშინ დღეს, ალბათ, სხვა ზომები იქნებოდა კანონის ფარგლებში მიღებული“, – განაცხადა მიქანაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე ზეგავლენის" გავრცელებისთვის.
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან“.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.