მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Welt: შოლცმა პუტინი უჩვეულოდ უხეშად გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
გამოწერა
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მას იმპერიალისტურ ზრახვებში დასდო ბრალი, იუწყება გაზეთი Die Welt.

„მიზეზი, რის გამოც უკრაინასა და მთელ მსოფლიოში კვლავ გრძელდება ტანჯვა, უბრალოდ შოკისმომგვრელია: რუსეთის პრეზიდენტს თავისი იმპერიალისტური ზრახვების განხორციელება და სუვერენული მეზობლის, უკრაინის დაპყრობა სურს“, − თქვა შოლცმა.

მან მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, შეასრულოს გაეროს გენერალური ასამბლეის მოთხოვნა − გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაასრულოს ომი.
შოლცის თქმით, გაეროს გენასამბლეის მოთხოვნას რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ჯერჯერობით პასუხი არ მოჰყოლია.
„არაფერი ისე არ ხმაურობს დღეს იმაზე ხმამაღლა, ვიდრე რუსეთის დუმილი მშვიდობისკენ ამ გლობალურ მოწოდებაზე“, − აღნიშნა კანცლერმა.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას 193 წევრიდან 141-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი მხოლოდ ექვსი ქვეყანა იყო − თავად რუსეთის ჩათვლით. დანარჩენმა 32-მა წევრმა თავი შეიკავა. გაეროს გენერალურ ასამბლეას მას შემდეგ ახალი რეზოლუცია არ მიუღია.
ყველა ახალი ამბავი
0