ვითარება ყარაბაღში: რუსმა სამშვიდობოებმა ყარაბაღიდან 5 ათასი ადამიანი გაიყვანეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
გამოწერა
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა სამი რაიონიდან დაახლოებით 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანა, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

„აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების მომენტიდან რუსეთის სამშვიდობო ძალებმა მარდაკერტის, მარტუნისა და ასკერანის რაიონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. სამშვიდობოების განლაგების ადგილზე 5 ათასი ადამიანია გადაყვანილი“, − ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი მოსასვენებელი ადგილებითა და ცხელი საკვებითაა უზრუნველყოფილი, რუსი სამხედრო ექიმები კი მათ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას უწევენ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
მსოფლიო დღეს
ყარაბაღის დელეგაცია ევლახში ჩავიდა: იწყება ბაქოსთან მოლაპარაკებები
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბაქოსთან, ერევანთან და სტეპანაკერტთან მუდმივი კონტაქტი აქვთ, რათა სისხლისღვრა აღიკვეთოს და ამასთან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი იყოს.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ 19 სექტემბერს დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“. 20 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანისა და სტეპანკერტის წარმომადგენლები საბრძოლო მოქმედებების სრულად შეწყვეტასა და ევლახში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამ დროისათვის ევლახში შეხვედრა უკვე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0