მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყარაბაღის დელეგაცია ევლახში ჩავიდა: იწყება ბაქოსთან მოლაპარაკებები

  - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2023
გამოწერა
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების დელეგაცია ბაქოს წარმომადგენლებთან შესახვედრად ევლახში ჩავიდნენ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც დაესწრება.
მანამდე პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის საკითხთა მრჩეველმა ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა, რომ ბაქომ მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის გეგმა მოამზადა.
გუშინ ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ყარაბაღში ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყებისა და მათი წარმატებით დასრულების შედეგად აზერბაიჯანმა თავისი სუვერენიტეტი აღადგინა.
როგორც ალიევმა აღნიშნა, სომხეთის ხელმძღვანელობის პოზიცია ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იძლევა იმედს, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება.
ამასთან პრეზიდენტი ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს დაჰპირდა, რომ ცხოვრების შესანიშნავ პირობებს შეუქმნის. მისი თქმით, ყარაბაღის სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, რომლებიც მალე „დაინახავენ უკეთესობას“. აზერბაიჯანის განზრახვა − მშვიდობიანი თანაარსებობაა.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ 19 სექტემბერს დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“. 20 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანისა და სტეპანკერტის წარმომადგენლები საბრძოლო მოქმედებების სრულად შეწყვეტასა და ევლახში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0