https://sputnik-georgia.com/20230921/21-seqtembers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-282402014.html
21 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
21 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 21 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 21.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-21T00:15+0400
2023-09-21T00:15+0400
2023-09-21T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24362/91/243629198_0:41:1001:604_1920x0_80_0_0_cf9097839e05b47f4b9a7222bd588077.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.13-23 სექტემბერი13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.21 სექტემბერს დაბადებულები21 სექტემბერს დაბადებულები კომუნიკაბელური ინტელექტუალები არიან. აქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა, გამოირჩევიან ენამახვილობით. ისინი მზად არიან, ყველასთან და ნებისმიერ დროს ჰქონდეთ ურთიერთობა, ეს მათთვის ბუნებრივია. თავად არ არჩევენ სასაუბრო თემას, ყველაფერი თავისთავად გამოსდით. მათ იდეალურ თანამოსაუბრეებს უწოდებენ. მაგრამ გარდა ლაპარაკისა, კარგი მსმენელიც არიან, თან - ყურადღებიანი.ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია>>ამ დღეს დაბადებულები ორიგინალურად აზროვნებენ. აქვთ უნარი, სტანდარტული აზროვნების ჩარჩოებს გასცდნენ. აქვთ ნოვატორული, პერსპექტიული იდეები, რომელთა განხორციელება ცხოვრებაში სირთულეს არ წარმოადგენს.21 სექტემბერს შემოქმედებითი ადამიანები იბადებიან. აქვთ განვითარებული წარმოსახვის უნარი. ანალიტიკურ გონებასთან ერთად ეს საშუალებას აძლევს, თავიანთი საქმიანობის სფეროში ახალი იდეების გენერატორის როლში გამოვიდნენ.ამ ადამიანებს არ სჩვევიათ ბრმად მისდიონ სწავლებასა და სტილს. ისინი უფრო თავიანთ მიმართულებას შექმნიან, შემოიკრებენ გარშემო თანამოაზრეებსა და ორიგინალური იდეის თაყვანისმცემლებს.ამ დღეს დაბადებულები თანამედროვეობას უწყობენ ფეხს; ცდილობენ, აითვისონ მოწინავე ტექნოლოგიები და მეთოდიკები. არიან შესანიშნავი შემსრულებლები - სკრუპულოზური, იდეებით სავსე, პასუხისმგებლიანი. ასევე კომფორტულად გრძნობენ თავს ხელმძღვანელ პოზიციებზე. ამ ადამიანებს ნათლად გამოხატული ლიდერის თვისებები აქვთ - შეუძლიათ გუნდის ჩამოყალიბება და მისი გაძღოლა.დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ>>ჯანმრთელობა21 სექტემბერს დაბადებულები, სხვა ქალწულებისგან განსხვავებით, თავიანთ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევენ. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ისინი იცავენ რეჟიმს, ფიზიკურად აქტიურობენ და იცავენ დიეტებს.რჩევა:აღმოაჩინეთ საკუთარი ჭეშმარიტი ფასეულობანი. ახლისა და უკეთესისთვის რბოლაში არ დაგავიწყდეთ ტრადიციული და უკვე მრავალჯერ ნაცადი. ნუ „ჩაიციკლებით“ სამუშაო პროცესზე. რომ არ გადაიღალოთ, ისწავლეთ დასვენება.
https://sputnik-georgia.com/20220823/zodiaqo-qalwuli-zogadi-daxasiateba-269691211.html
https://sputnik-georgia.com/20230912/zodiaqos-momijnave-nisnebis-periodsi-dabadebulebi-282188036.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24362/91/243629198_70:0:929:644_1920x0_80_0_0_051d3768b695cdd20559549eb256083f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
21 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 21 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.
13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.
21 სექტემბერს დაბადებულები
21 სექტემბერს დაბადებულები კომუნიკაბელური ინტელექტუალები არიან. აქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა, გამოირჩევიან ენამახვილობით. ისინი მზად არიან, ყველასთან და ნებისმიერ დროს ჰქონდეთ ურთიერთობა, ეს მათთვის ბუნებრივია. თავად არ არჩევენ სასაუბრო თემას, ყველაფერი თავისთავად გამოსდით.
მათ იდეალურ თანამოსაუბრეებს უწოდებენ. მაგრამ გარდა ლაპარაკისა, კარგი მსმენელიც არიან, თან - ყურადღებიანი.
ამ დღეს დაბადებულები ორიგინალურად აზროვნებენ. აქვთ უნარი, სტანდარტული აზროვნების ჩარჩოებს გასცდნენ. აქვთ ნოვატორული, პერსპექტიული იდეები, რომელთა განხორციელება ცხოვრებაში სირთულეს არ წარმოადგენს.
21 სექტემბერს შემოქმედებითი ადამიანები იბადებიან. აქვთ განვითარებული წარმოსახვის უნარი. ანალიტიკურ გონებასთან ერთად ეს საშუალებას აძლევს, თავიანთი საქმიანობის სფეროში ახალი იდეების გენერატორის როლში გამოვიდნენ.
ამ ადამიანებს არ სჩვევიათ ბრმად მისდიონ სწავლებასა და სტილს. ისინი უფრო თავიანთ მიმართულებას შექმნიან, შემოიკრებენ გარშემო თანამოაზრეებსა და ორიგინალური იდეის თაყვანისმცემლებს.
ამ დღეს დაბადებულები თანამედროვეობას უწყობენ ფეხს; ცდილობენ, აითვისონ მოწინავე ტექნოლოგიები და მეთოდიკები. არიან შესანიშნავი შემსრულებლები - სკრუპულოზური, იდეებით სავსე, პასუხისმგებლიანი. ასევე კომფორტულად გრძნობენ თავს ხელმძღვანელ პოზიციებზე. ამ ადამიანებს ნათლად გამოხატული ლიდერის თვისებები აქვთ - შეუძლიათ გუნდის ჩამოყალიბება და მისი გაძღოლა.
21 სექტემბერს დაბადებულები, სხვა ქალწულებისგან განსხვავებით, თავიანთ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევენ. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ისინი იცავენ რეჟიმს, ფიზიკურად აქტიურობენ და იცავენ დიეტებს.
აღმოაჩინეთ საკუთარი ჭეშმარიტი ფასეულობანი. ახლისა და უკეთესისთვის რბოლაში არ დაგავიწყდეთ ტრადიციული და უკვე მრავალჯერ ნაცადი. ნუ „ჩაიციკლებით“ სამუშაო პროცესზე. რომ არ გადაიღალოთ, ისწავლეთ დასვენება.