თეა წულუკიანმა სპორტის სფეროში შესრულებული სამუშაო შეაჯამა

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaსაქართველოს სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტში
საქართველოს სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
გამოწერა
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში სულ 1050 მედალი მოიპოვეს, ხოლო მთელი 2022 წლის განმავლობაში – 984 მედალი.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ქართველმა სპორტსმენებმა გააუმჯობესეს წინა წლების მაჩვენებლები, რაც ფედერაციების გაზრდილი დაფინანსების შედეგია, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
2023 წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან მასობრივი სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის დაახლოებით 176,3 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 24 მილიონი ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით.

გაზრდილია დაფინანსება და დაფინანსებული ფედერაციების რაოდენობა. თუ შარშან ვაღიარეთ და დავაფინანსეთ 57 ფედერაცია, 2023 წელს მათი რაოდენობა 67 გახდა. ყოველივე ზემოთქმული დადებითად აისახა ჩვენი სპორტსმენების ფიზიკურ მომზადებაზე და მათ შედეგებზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამრიგად, 2023 წლის პირველ რვა თვეში ქართველმა სპორტსმენებმა უკვე მოიპოვეს 1050 მედალი სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში. აქედან 421 ოქროა, 300 ვერცხლი და 329 ბრინჯაო.
შედარებისთვის, მთელი 2022 წლის განმავლობაში საქართველოს სპორტსმენებმა ქვეყანას 984 მედალი მოუტანეს.
ამასთან, სპორტსმენმა ქალებმა მიმდინარე წლის რვა თვეში უკვე იმდენივე მედალი მოიპოვეს, რაც მთელ 2022 წელს – 100-მდე მედალი.
სპორტის მინისტრმა პირობა დადო, რომ მომავალშიც გააგრძელებს სპორტული ფედერაციების დაფინანსების გაზრდას.
ყველა ახალი ამბავი
0