https://sputnik-georgia.com/20230920/saqartvelos-sportis-saministro-federaciebsi-korufciastan-brzolas-agrzelebs-282474325.html
საქართველოს სპორტის სამინისტრო ფედერაციებში კორუფციასთან ბრძოლას აგრძელებს
საქართველოს სპორტის სამინისტრო ფედერაციებში კორუფციასთან ბრძოლას აგრძელებს
Sputnik საქართველო
კორუფციულ სკანდალში კარატეს და ნიჩბოსნობის ფედერაციების პრეზიდენტები ფიგურირებენ 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T23:31+0400
2023-09-20T23:31+0400
2023-09-20T23:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
სპორტი
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/46/245004649_0:39:2000:1164_1920x0_80_0_0_b537f442258fd9b45cfc65e23557a12d.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. 2023 წელს საქართველოს სპორტის სამინისტრო აგრძელებს კორუფციასთან ბრძოლას სპორტულ ფედერაციებში, რის შედეგადაც გაუქმდა საქართველოს კარატეს ფედერაცია, ამის შესახებ მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ბოლო მონაცემებით, საქართველოს სპორტის სამინისტრომ 93-დან 67 სპორტული ფედერაციის საქმიანობა აღიარა და დააფინანსა.მინისტრის თქმით, კორუფციულ სკანდალში საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტიც გაეხვა.მან იტალიაში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად გამოყოფილი თანხები პირადი საჭიროებისთვის დახარჯა. ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს, ხოლო ნიჩბოსნობის ფედერაცია საქართველოს კანოეს ფედერაციას შეუერთდა.გარდა ამისა, 2023 წელს სპორტის სამინისტრომ აღიარა საქართველოს კერლინგის ეროვნული ფედერაციის საქმიანობა, რომელიც 2013 წლიდან არის კერლინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი.2023 წლის პირველ რვა თვეში საქართველოს სპორტულმა ფედერაციებმა სამინისტროსგან 3 მილიონ 400 ათასი ლარის ახალი აღჭურვილობა მიიღეს. მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირის აღჭურვილობაზე 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.წულუკიანის თქმით, ფედერაციებში დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს და სამინისტრომ უნდა იცოდეს, კონკრეტულად რაზე იხარჯება გამოყოფილი თანხები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/46/245004649_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_230fb7e0f40a931eeec2d720051fa4f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სპორტი, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სპორტი, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს სპორტის სამინისტრო ფედერაციებში კორუფციასთან ბრძოლას აგრძელებს
კორუფციულ სკანდალში კარატეს და ნიჩბოსნობის ფედერაციების პრეზიდენტები ფიგურირებენ
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. 2023 წელს საქართველოს სპორტის სამინისტრო აგრძელებს კორუფციასთან ბრძოლას სპორტულ ფედერაციებში, რის შედეგადაც გაუქმდა საქართველოს კარატეს ფედერაცია, ამის შესახებ მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს სპორტის სამინისტრომ 93-დან 67 სპორტული ფედერაციის საქმიანობა აღიარა და დააფინანსა.
კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც კორუფციაში ამხილეს, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩვენ შევწყვიტეთ ამ ფედერაციის აღიარება, მაგრამ ამ სპორტში ვაკუუმი არ შექმნილა. ჩვენ ვაღიარეთ ახალი ფედერაცია - საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია, განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, კორუფციულ სკანდალში საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტიც გაეხვა.
მან იტალიაში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად გამოყოფილი თანხები პირადი საჭიროებისთვის დახარჯა. ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს, ხოლო ნიჩბოსნობის ფედერაცია საქართველოს კანოეს ფედერაციას შეუერთდა.
გარდა ამისა, 2023 წელს სპორტის სამინისტრომ აღიარა საქართველოს კერლინგის ეროვნული ფედერაციის საქმიანობა, რომელიც 2013 წლიდან არის კერლინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი.
2023 წლის პირველ რვა თვეში საქართველოს სპორტულმა ფედერაციებმა სამინისტროსგან 3 მილიონ 400 ათასი ლარის ახალი აღჭურვილობა მიიღეს. მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირის აღჭურვილობაზე 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
წულუკიანის თქმით, ფედერაციებში დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს და სამინისტრომ უნდა იცოდეს, კონკრეტულად რაზე იხარჯება გამოყოფილი თანხები.