https://sputnik-georgia.com/20230920/komerciuli-bankebi-regulators-unda-daemorcilon-turnava-282457237.html
კომერციული ბანკები მთავარ რეგულატორს უნდა დაემორჩილონ - ნათია თურნავა
კომერციული ბანკები მთავარ რეგულატორს უნდა დაემორჩილონ - ნათია თურნავა
Sputnik საქართველო
თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო სანქციების შესრულებას. 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T16:38+0400
2023-09-20T16:38+0400
2023-09-20T21:03+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
აშშ
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ოთარ ფარცხალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271821834_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_804557bb5a60dbbb989914fd43334d9c.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. კომერციულ სექტორს არა აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგან ეროვნული ბანკის კანონმდებლობით ხელმძღვანელობს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კითხვაზე პასუხად, აქვთ თუ არა ბანკებს უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და არ დაემორჩილონ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას. მანამდე ორმა წამყვანმა ქართულმა ბანკმა – „თიბისი ბანკმა" (TBC Bank) და „საქართველოს ბანკმა" (Bank of Georgia) განაცხადა, რომ იმოქმედებენ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად მიუხედავად ეროვნული ბანკის განცხადებისა შესრულების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ. მისი თქმით, ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო სანქციების შესრულებას ისევე, როგორც ფინანსური და კომერციული სექტორები. „მინდა განვმარტო, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. არის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც არ არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი. სრულ უნისონში ვართ საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს", – განაცხადა თურნავამ. მისი თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება – არ გავრცელდეს საერთაშორისო სანქციების აღსრულების რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებზე, სანამ მათ ქართული სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოუტანს, არ ყოფილა მიღებული რომელიმე კონკრეტული ადამიანის დასაცავად. კომერციული ბანკები მთავარ რეგულატორს უნდა დაემორჩილონ - თურნავა>>„ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, იმიტომ რომ სხვადასხვა ინტერპრეტაციები გაჩნდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს და, აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიებას რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას ან სანქციებისგან თავის არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობა", – განაცხადა თურნავამ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო. მანამდე ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვაზე თავშეკავებისკენ ეროვნულ ბანკს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სანქციების სიაში საქართველოს მოქალაქე მოხვდა. კობახიძე უდანაშაულობის პრეზუმფციას დაეყრდნო და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგების დალოდება ჯობს. მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აშშ-სგან მეტ კონკრეტიკასა და ფარცხალაძის დანაშაულის მტკიცებულებებს ელოდება. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ „ლელო" ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს>>ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, არ გავრცელდეს ფარცხალაძეზე სანქციების რეჟიმი, უკვე მოჰყვა ნეგატიური შეფასება ოპოზიციაში. პარტია „ლელო საქართველოსთვის" დანარჩენ ოპოზიციასთან შემდგომ გეგმებზე კონსულტაციებს იწყებს და გადაწყვეტილებას „ბიძინა ივანიშვილის პირად ბრძანებას" უწოდებს. „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა. შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 14 სექტემბერს გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან". ფინანსთა სამინისტრო ფარცხალაძესთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ: სანქციები დაცულია>>ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა. ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია. ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271821834_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_62942eec9fa871c36013090fc4053a25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, აშშ , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ოთარ ფარცხალაძე
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, აშშ , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ოთარ ფარცხალაძე
კომერციული ბანკები მთავარ რეგულატორს უნდა დაემორჩილონ - ნათია თურნავა
16:38 20.09.2023 (განახლებულია: 21:03 20.09.2023) თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო სანქციების შესრულებას.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. კომერციულ სექტორს არა აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგან ეროვნული ბანკის კანონმდებლობით ხელმძღვანელობს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კითხვაზე პასუხად, აქვთ თუ არა ბანკებს უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და არ დაემორჩილონ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას.
მანამდე ორმა წამყვანმა ქართულმა ბანკმა – „თიბისი ბანკმა" (TBC Bank) და „საქართველოს ბანკმა" (Bank of Georgia) განაცხადა, რომ იმოქმედებენ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად მიუხედავად ეროვნული ბანკის განცხადებისა შესრულების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ.
„კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგან კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით", – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო სანქციების შესრულებას ისევე, როგორც ფინანსური და კომერციული სექტორები.
„მინდა განვმარტო, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. არის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც არ არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი. სრულ უნისონში ვართ საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს", – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება – არ გავრცელდეს საერთაშორისო სანქციების აღსრულების რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებზე, სანამ მათ ქართული სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოუტანს, არ ყოფილა მიღებული რომელიმე კონკრეტული ადამიანის დასაცავად.
„ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, იმიტომ რომ სხვადასხვა ინტერპრეტაციები გაჩნდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს და, აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიებას რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას ან სანქციებისგან თავის არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობა", – განაცხადა თურნავამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
მანამდე ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვაზე თავშეკავებისკენ ეროვნულ ბანკს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სანქციების სიაში საქართველოს მოქალაქე მოხვდა. კობახიძე უდანაშაულობის პრეზუმფციას დაეყრდნო და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგების დალოდება ჯობს.
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აშშ-სგან მეტ კონკრეტიკასა და ფარცხალაძის დანაშაულის მტკიცებულებებს ელოდება.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, არ გავრცელდეს ფარცხალაძეზე სანქციების რეჟიმი, უკვე მოჰყვა ნეგატიური შეფასება ოპოზიციაში. პარტია „ლელო საქართველოსთვის" დანარჩენ ოპოზიციასთან შემდგომ გეგმებზე კონსულტაციებს იწყებს და გადაწყვეტილებას „ბიძინა ივანიშვილის პირად ბრძანებას" უწოდებს. „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა.
შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 14 სექტემბერს გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.