https://sputnik-georgia.com/20230920/katiusa-cineli-momrerlis-sesrulebit-282463228.html
სიმღერა „კატიუშამ“ ჩინელი მომღერალი ინტერნეტის ფავორიტად აქცია
სიმღერა „კატიუშამ“ ჩინელი მომღერალი ინტერნეტის ფავორიტად აქცია
Sputnik საქართველო
პაველ კოტოვი 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T17:14+0400
2023-09-20T17:14+0400
2023-09-20T21:44+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ჩინეთი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282463040_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_1b0a24b5c38748141b0cfc275a4a33ea.jpg
პაველ კოტოვიჩინელი ვან ფანის მიერ მარიუპოლის დანგრეული თეატრის კედლებში შესრულებულმა სიმღერა „კატიუშამ“ დიდი საერთაშორისო რეზონანსი მიიღო. ამის დასტურია 110 მილიონზე მეტი ნახვა ინტერნეტში, პუბლიკაციები მსოფლიოს წამყვან მედიაში და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაბრაზებული კომენტარი.ვან ფანი რუსეთს ჩინელი ბლოგერების დელეგაციასთან ერთად სექტემბრის დასაწყისში ეწვია. ვიზიტის ორგანიზატორი მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიაში“ შემავალი Ukraine.ru იყო. მარიუპოლში ყოფნისას მომღერალმა „კატიუშა" შეასრულა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ინტერნეტსა და მასმედიაში.ამ სიახლის შესახებ იუწყებოდნენ ბრიტანული The Economist, The Telegraph და BBC, ამერიკული CNN და The New York post, ასევე სხვა დასავლური მედია.ამ ფაქტს ვერც უკრაინაში აუარეს გვერდი. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც დონეცკში ჩინეთის მოქალაქეების ჩასვლა დაგმო.უკრაინელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის დელეგაციის ყველა წევრს უკრაინაში შესვლა აეკრძალება. მიუხედავად ამისა, ინტერნეტის უკრაინულ სეგმენტში ვან ფანის ვიდეო 500 ათასჯერ ნახეს.კიდევ უფრო შთამბეჭდავია ციფრები რუსეთსა და ჩინეთში. ამ ქვეყნებში ვიდეომ, შესაბამისად, 6 და 100 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.რაც შეეხება უკრაინული მხარის პროტესტს, ამაზე თავად ვან ფანმა ისაუბრა პრესკონფერენციაზე, რომელიც გამოცემა Ukraine.ru-მ მოაწყო.დონეცკში ჩინეთის დელეგაცია დენის პუშილინს შეხვდა. ჩინეთის წარმომადგენლები ასევე ჩავიდნენ ყირიმში, სადაც მათ რეგიონის ხელმძღვანელ სერგეი აქსიონოვთან გამართეს საუბარი.ბლოგერებმა მადლობა გადაუხადეს გამოცემა Ukraine.ru-ს ამ მოგზაურობის ორგანიზებისთვის.
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282463040_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_f2cc0e493db5e7eed0c57c706aed749c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ჩინეთი, რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ჩინეთი, რუსეთი
ჩინელი ვან ფანის მიერ მარიუპოლის დანგრეული თეატრის კედლებში შესრულებულმა სიმღერა „კატიუშამ“ დიდი საერთაშორისო რეზონანსი მიიღო. ამის დასტურია 110 მილიონზე მეტი ნახვა ინტერნეტში, პუბლიკაციები მსოფლიოს წამყვან მედიაში და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაბრაზებული კომენტარი.
ვან ფანი რუსეთს ჩინელი ბლოგერების დელეგაციასთან ერთად სექტემბრის დასაწყისში ეწვია. ვიზიტის ორგანიზატორი მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიაში“ შემავალი Ukraine.ru იყო. მარიუპოლში ყოფნისას მომღერალმა „კატიუშა" შეასრულა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ინტერნეტსა და მასმედიაში.
„სიმღერა „კატიუშა", რომელიც ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცებმა შეასრულეს მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე, ჩვენს ქვეყანაში ანტიფაშისტური სიმღერების ათეულში შევიდა და დღემდე შთააგონებს ჩინელ ხალხს", − განმარტა ვან ფანმა სიმღერის არჩევის მიზეზი.
ამ სიახლის შესახებ იუწყებოდნენ ბრიტანული The Economist, The Telegraph და BBC, ამერიკული CNN და The New York post, ასევე სხვა დასავლური მედია.
ამ ფაქტს ვერც უკრაინაში აუარეს გვერდი. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც დონეცკში ჩინეთის მოქალაქეების ჩასვლა დაგმო.
„უკრაინა პატივს სცემს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩინური მხარისგან მოელის განმარტებას, რა მიზნით ჩავიდნენ მისი მოქალაქეები მარიოპულში, და რა გზით მოხვდნენ ისინი დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში“, − ნათქვამია ნიკოლენკოს პოსტში.
უკრაინელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის დელეგაციის ყველა წევრს უკრაინაში შესვლა აეკრძალება. მიუხედავად ამისა, ინტერნეტის უკრაინულ სეგმენტში ვან ფანის ვიდეო 500 ათასჯერ ნახეს.
კიდევ უფრო შთამბეჭდავია ციფრები რუსეთსა და ჩინეთში. ამ ქვეყნებში ვიდეომ, შესაბამისად, 6 და 100 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.
რაც შეეხება უკრაინული მხარის პროტესტს, ამაზე თავად ვან ფანმა ისაუბრა პრესკონფერენციაზე, რომელიც გამოცემა Ukraine.ru-მ მოაწყო.
„ჩინეთის კანონმდებლობით, აუცილებელია იმ ქვეყნის კანონების პატივისცემა, რომელშიც ჩადიხარ. თუ რუსული ვიზა გვაქვს, ე.ი. ნებისმიერ რეგიონში შეგვიძლია ვიზიტი. თუ უკრაინას შეკითხვები აქვს, შეუძლია ეს რუსეთის ხელისუფლებასთან გაარკვიოს. აი უკრაინელებს კი, რომლებიც ტაივანს სტუმრობენ, ჩინური ვიზები არ ჰქონდათ“, − აღნიშნა მან.
დონეცკში ჩინეთის დელეგაცია დენის პუშილინს შეხვდა. ჩინეთის წარმომადგენლები ასევე ჩავიდნენ ყირიმში, სადაც მათ რეგიონის ხელმძღვანელ სერგეი აქსიონოვთან გამართეს საუბარი.
ბლოგერებმა მადლობა გადაუხადეს გამოცემა Ukraine.ru-ს ამ მოგზაურობის ორგანიზებისთვის.