https://sputnik-georgia.com/20230920/--------282451507.html
თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას აფართოვებს
თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას აფართოვებს
Sputnik საქართველო
ერთი პაციენტისთვის წელიწადში 25 ათასი ლარია გათვალისწინებული, პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი 1.796.500 ლარს შეადგენს. 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T14:39+0400
2023-09-20T14:39+0400
2023-10-25T16:29+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870271_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_8b6aef96533229e1493161fb7c83173c.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების" პროგრამა ფართოვდება – ამიერიდან 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებიც, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. გაფანტული სკლეროზი ქრონიკული აუტოიმუნური, ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინში დემიელინიზაციის კერების განვითარება. გაფანტული სკლეროზი ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. დაავადების განვითარების უშუალო მიზეზი უცნობია. ამ დრომდე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს სრულად, 100%-ით უფინანსებდა. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში ერთი მოქალაქის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად წელიწადში დაახლოებით 25 ათასი ლარია გათვალისწინებული. პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი 1.796.500 ლარს შეადგენს.თბილისის მერია დედაქალაქის მცხოვრებლებს სახსრების ენდოპროთეზირებას დაუფინანსებს>>>როგორც კალაძემ აღნიშნა, პროგრამის ბენეფიციარები 15-დან 60 წლის ჩათვლით თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები არიან. დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამა 2021 წელს დაიწყო. თავდაპირველად ფინანსდებოდა ორი სახეობის ძვირადღირებული მედიკამენტი „ოკრელიზუმაბი" და „ფინგოლიმოდი". 2022 წელს კი მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870271_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_2b148bab6f528b80f4777e74e7101c79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას აფართოვებს
14:39 20.09.2023 (განახლებულია: 16:29 25.10.2023) ერთი პაციენტისთვის წელიწადში 25 ათასი ლარია გათვალისწინებული, პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი 1.796.500 ლარს შეადგენს.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების" პროგრამა ფართოვდება – ამიერიდან 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებიც, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული აუტოიმუნური, ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინში დემიელინიზაციის კერების განვითარება. გაფანტული სკლეროზი ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. დაავადების განვითარების უშუალო მიზეზი უცნობია.
ამ დრომდე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს სრულად, 100%-ით უფინანსებდა.
„თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების" პროგრამა ფართოვდება. აღნიშნული პროგრამის ყველა მოსარგებლეს, სოციალური სტატუსის მიუხედავად, მედიკამენტები და კვლევები 100%-ით დაუფინანსდება", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში ერთი მოქალაქის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად წელიწადში დაახლოებით 25 ათასი ლარია გათვალისწინებული. პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი 1.796.500 ლარს შეადგენს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროგრამის ბენეფიციარები 15-დან 60 წლის ჩათვლით თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები არიან.
დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამა 2021 წელს დაიწყო. თავდაპირველად ფინანსდებოდა ორი სახეობის ძვირადღირებული მედიკამენტი „ოკრელიზუმაბი" და „ფინგოლიმოდი".
2022 წელს კი მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა.