https://sputnik-georgia.com/20230920/----------282443605.html
შსს: მეუღლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი უწყებიდან გათავისუფლებული იყო
შსს: მეუღლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი უწყებიდან გათავისუფლებული იყო
შსს გმობს მომხდარ მძიმე ფაქტს და თანამშრომლობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T10:51+0400
2023-09-20T10:51+0400
2023-09-20T16:58+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277863099_0:156:3078:1887_1920x0_80_0_0_8e57cc506c8cbd5b9520caee88480c04.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მეუღლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლებისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. ტელეკომპანია „TV პირველის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი ძალოვანი უწყებიდან 2018 წლის სექტემბერში დაითხოვეს, ხოლო სამსახურში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღადგინა. 2018 წლის ნოემბერში შსს-ს მინისტრის თანამდებობა ამჟამად ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერს, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას ეკავა. პოლიციელმა თბილისში ორი ქალი მოკლა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება>>>შსს გმობს მომხდარ მძიმე ფაქტს და თანამშრომლობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომელიც მომხდარი შემთხვევის გამოძიებას აწარმოებს. შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 19 სექტემბრის ღამით მოხდა. შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა თავის ყოფილ მეუღლესა და სიდედრს პისტოლეტიდან ესროლა და ამის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. თვითმხილველების თქმით, მკვლელობა ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა. ისინი 13 და 15 წლის არიან. გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მკვლელობის საქმეში ფიგურირებს ერთი მოწმე, რომელიც, მასმედიის ინფორმაციით, ინციდენტის დროს საპირფარეშოში იმყოფებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277863099_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_4f4afe4567cd70386ac0922e7e1118b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
შსს: მეუღლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი უწყებიდან გათავისუფლებული იყო
10:51 20.09.2023 (განახლებულია: 16:58 20.09.2023) შსს გმობს მომხდარ მძიმე ფაქტს და თანამშრომლობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მეუღლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლებისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.
ტელეკომპანია „TV პირველის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი ძალოვანი უწყებიდან 2018 წლის სექტემბერში დაითხოვეს, ხოლო სამსახურში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღადგინა.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის ივლისში აღნიშნული პირი იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დათხოვნილ იქნა სამინისტროს რიგებიდან, თუმცა იმავე წლის ნოემბერში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა მისი სამსახურში ხელახალი მიღება", – ნათქვამია განცხადებაში.
2018 წლის ნოემბერში შსს-ს მინისტრის თანამდებობა ამჟამად ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერს, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას ეკავა.
შსს გმობს მომხდარ მძიმე ფაქტს და თანამშრომლობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომელიც მომხდარი შემთხვევის გამოძიებას აწარმოებს.
შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 19 სექტემბრის ღამით მოხდა. შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა თავის ყოფილ მეუღლესა და სიდედრს პისტოლეტიდან ესროლა და ამის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. თვითმხილველების თქმით, მკვლელობა ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა. ისინი 13 და 15 წლის არიან.
გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მკვლელობის საქმეში ფიგურირებს ერთი მოწმე, რომელიც, მასმედიის ინფორმაციით, ინციდენტის დროს საპირფარეშოში იმყოფებოდა.