https://sputnik-georgia.com/20230919/yalbi-dokumentebis-damzadeba-gamoyenebis-faqtebze-ori-piri-amxiles-282410039.html
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ორი პირი ამხილეს
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ორი პირი ამხილეს
Sputnik საქართველო
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 19.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-19T14:01+0400
2023-09-19T14:01+0400
2023-09-19T17:03+0400
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23751/68/237516866_0:269:5160:3172_1920x0_80_0_0_a81501b08dfb78af0e36c769fac08add.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფურად ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისთვის საჭირო შესაბამისი გამოცდილების ხელოვნურად დადასტურებისა და დღგ-ის ყალბი აქტივის შექმნის მიზნით მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით ურთიერთშორის გააფორმეს ყალბი ხელშეკრულებები.ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ კი, რაც ჯამში 2,2 მლნ ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა, ბრალდებულებმა ერთმანეთს დაუდასტურეს თითქოსდა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ე.წ. ფორმა N2-ები, მიღება-ჩაბარების აქტები და გაწერეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რითაც კომპანიას შეუქმნეს 226.496 ლარის ოდენობის დღგ-ის ყალბი აქტივი.თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი>>ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბად შექმნილი აქტივი მთლიანად გაუქმდა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23751/68/237516866_287:0:4874:3440_1920x0_80_0_0_e46f6ecca01e53e1911c7cfe8a55ad8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ორი პირი ამხილეს
14:01 19.09.2023 (განახლებულია: 17:03 19.09.2023) დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფურად ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისთვის საჭირო შესაბამისი გამოცდილების ხელოვნურად დადასტურებისა და დღგ-ის ყალბი აქტივის შექმნის მიზნით მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით ურთიერთშორის გააფორმეს ყალბი ხელშეკრულებები.
ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ კი, რაც ჯამში 2,2 მლნ ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა, ბრალდებულებმა ერთმანეთს დაუდასტურეს თითქოსდა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ე.წ. ფორმა N2-ები, მიღება-ჩაბარების აქტები და გაწერეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რითაც კომპანიას შეუქმნეს 226.496 ლარის ოდენობის დღგ-ის ყალბი აქტივი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბად შექმნილი აქტივი მთლიანად გაუქმდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.