https://sputnik-georgia.com/20230728/--------280462834.html
თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი
თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი
Sputnik საქართველო
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T11:39+0400
2023-07-28T11:39+0400
2023-08-28T13:37+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/77/234097742_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_1adc17c2e1bc1ec269cedbd0aeb062bc.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით გზით სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები თითქოსდა საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ის ყალბი აქტივი, რომელიც შემდეგ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს. უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში 226.402 ლარის ზიანი. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე, 185-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/77/234097742_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_ff46ea94588c0246a2a79ff773cffb20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი
11:39 28.07.2023 (განახლებულია: 13:37 28.08.2023) დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით გზით სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები თითქოსდა საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ის ყალბი აქტივი, რომელიც შემდეგ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში 226.402 ლარის ზიანი.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე, 185-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.