https://sputnik-georgia.com/20230919/fbi-kristofer-reim-cinetis-kiberspionajis-masstabebi-seafasa-282404224.html
50-ჯერ მეტი: FBI-ს შეფმა ჩინეთის კიბერშპიონაჟის მასშტაბები შეაფასა
50-ჯერ მეტი: FBI-ს შეფმა ჩინეთის კიბერშპიონაჟის მასშტაბები შეაფასა
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის კიბერშპიონაჟის პროგრამა იმდენად მასშტაბურია, რომ აღემატება ერთად აღებულ ყველა მთავარ კონკურენტს, განაცხადა FBI-ს... 19.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-19T11:57+0400
2023-09-19T11:57+0400
2023-09-19T16:25+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
აშშ
გამოძიების ფედერალური ბიურო fbi
ჩინეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282404055_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_929a8e9843814dec31f8d732820b700f.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის კიბერშპიონაჟის პროგრამა იმდენად მასშტაბურია, რომ აღემატება ერთად აღებულ ყველა მთავარ კონკურენტს, განაცხადა FBI-ს დირექტორმა კრისტოფერ რეიმ ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე.კრისტოფერ რეიმ ეს განცხადება ორშაბათს გააკეთა ვაშინგტონში mWISE კონფერენციაზე, რომელიც კიბერუსაფრთხოების კომპანია Mandiant-ის მიერ იყო ორგანიზებული.როგორც ამერიკული პრესა წერს, მუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები უკვე წლებია საუბრობენ ჩინელი ჰაკერების მიერ ამერიკული საიდუმლო მასალების მოპარვის შესახებ, FBI-ს დირექტორის კომენტარები მაინც უჩვეულოდ მწვავე გამოდგა.კრისტოფერ რეის აღნიშნული კომენტარი გახმაურებულ კიბერშეტევებს მოჰყვა, რომლებშიც ჩინეთს ადანაშაულებენ. მათ შორისაა აშშ-ის მაღალჩინოსნების ელექტრონული ფოსტების გატეხვა და ასობით ათასი წერილის მოპარვა.კომპანია Mandiant-ის გენერალური დირექტორი კევინ მანდია ასევე მიიჩნევს, რომ ჩინელი ჰაკერები „მთავარი ნოვატორები არიან კიბერშეტევების სფეროში“.ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა არაერთხელ უარყო ჰაკერების გამოყენება აშშ-ის წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის. გასულ თვეში აშშ-ში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები და მასმედია ხშირად აზვიადებენ ჩინეთთან დაკავშირებული შპიონაჟის ბრალდებებს.
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282404055_0:0:1245:934_1920x0_80_0_0_deeffac22547840f3acfa92fba8772c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , გამოძიების ფედერალური ბიურო fbi, ჩინეთი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , გამოძიების ფედერალური ბიურო fbi, ჩინეთი, პოლიტიკა
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის კიბერშპიონაჟის პროგრამა იმდენად მასშტაბურია, რომ აღემატება ერთად აღებულ ყველა მთავარ კონკურენტს, განაცხადა FBI-ს დირექტორმა კრისტოფერ რეიმ ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე.
„ჩინეთს უკვე აქვს უფრო მასშტაბური ჰაკერული პროგრამა, ვიდრე ყველა სხვა მსხვილ სახელმწიფოს ერთად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ FBI-ს ყველა კიბერაგენტი და ანალიტიკოსი მხოლოდ ჩინეთზე კონცენტრირდება, ჩინელი ჰაკერები მაინც 50-ჯერ მეტი იქნებიან, ვიდრე ჩვენი კიბერსპეციალისტები“, — აღნიშნა მან.
კრისტოფერ რეიმ ეს განცხადება ორშაბათს გააკეთა ვაშინგტონში mWISE კონფერენციაზე, რომელიც კიბერუსაფრთხოების კომპანია Mandiant-ის მიერ იყო ორგანიზებული.
როგორც ამერიკული პრესა წერს, მუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები უკვე წლებია საუბრობენ ჩინელი ჰაკერების მიერ ამერიკული საიდუმლო მასალების მოპარვის შესახებ, FBI-ს დირექტორის კომენტარები მაინც უჩვეულოდ მწვავე გამოდგა.
კრისტოფერ რეის აღნიშნული კომენტარი გახმაურებულ კიბერშეტევებს მოჰყვა, რომლებშიც ჩინეთს ადანაშაულებენ. მათ შორისაა აშშ-ის მაღალჩინოსნების ელექტრონული ფოსტების გატეხვა და ასობით ათასი წერილის მოპარვა.
კომპანია Mandiant-ის გენერალური დირექტორი კევინ მანდია ასევე მიიჩნევს, რომ ჩინელი ჰაკერები „მთავარი ნოვატორები არიან კიბერშეტევების სფეროში“.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა არაერთხელ უარყო ჰაკერების გამოყენება აშშ-ის წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის. გასულ თვეში აშშ-ში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები და მასმედია ხშირად აზვიადებენ ჩინეთთან დაკავშირებული შპიონაჟის ბრალდებებს.