https://sputnik-georgia.com/20230919/19-seqtembers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-282332411.html
19 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
19 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 19 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 19.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-19T00:15+0400
2023-09-19T00:15+0400
2023-09-19T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282127062_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_4d94d2d89730b499f8f1985278781531.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ13-23 სექტემბერი13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.19 სექტემბერს დაბადებულები19 სექტემბერს დაუმორჩილებელი, მაგრამ გულითადი ადამიანები იბადებიან. არიან ჭკვიანი, ორგანიზებული, ასევე ძალზე ამბიციური. შეუძლიათ, კარიერას ოჯახიცა და მეგობრებიც შესწირონ. არ უყვართ, როდესაც ვინმე მათი გეგმების განხორციელებაში უშლის ხელს. ცხოვრობენ დევიზით „მიზანი ამართლებს საშუალებას“.გარეგნულად თავდაჯერებული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა, ეს თავდაჯერებულობა უფრო დემონსტრაციული ხასიათისაა, მაგრამ იმას, რომ საკუთარ თავში, სხვა ადამიანებივით, ხშირად ეპარებათ ეჭვი, ძნელად თუ აღიარებენ.როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში>>19 სექტემბერს დაბადებულები არასტაბილური ადამიანები არიან. მათთან ურთიერთობა ადვილი არ არის. თვითონაც ხშირად ოცნებობენ ჰარმონიაზე. არიან არათანამიმდევრული. აქვთ კეთილშობილური მიზნები, დიდი გეგმები, მაგრამ მათი განხორციელების გადადება უყვართ. აქვთ სხვადასხვა კომპლექსი.ამ დღეს დაბადებულებს სამსახურში უბრალო სპეციალისტებს ვერ უწოდებ. მათ აქვთ უნიკალური უნარი, გარშემო მკაფიოდ მოქმედი სისტემა ჩამოაყალიბონ; მათ გარშემო ყველაფერი თავის ადგილზეა, ყოველთვის და ყველაფერი მუშაობს, სისტემის ყველა ჭანჭიკი მოქმედებაშია.სამუშაო სფეროში არიან პედანტური, რაც საქმეზე კარგად აისახება. მათთვის ყველანაირი საქმის ნდობა შეიძლება – შედეგი უზადო იქნება.ჯანმრთელობა19 სექტემბერს დაბადებულები დიდ ყურადღებას უთმობენ გარეგნობას. ბევრ დროსა და ძალას ხარჯავენ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაზე. მაგრამ მეტად აინტერესებთ გარეგნობა, ვიდრე შინაგანი მდგომარეობა. ჯანმრთელობის პრობლემები კი ასაკთან ერთად უჩნდებათ, ეს მათ გარეგნობაშიც ვლინდება, რაც ამ დღეს დაბადებულების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახება.დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ>>რჩევა:ცხოვრების განმავლობაში იცვლება ხასიათიცა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაც. არ გადააბიჯოთ ზღვარს, რომლის შემდეგ უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ. არ უნდა დაკარგოთ თქვენი ძირითადი მახასიათებლები და თვისებები, ნუ გახდებით მატერიალურ ვითარებებზე დამოკიდებული. არ დაივიწყოთ თქვენი სულიერი ფასეულობანი. იყავით მეტად ლიოალური.
https://sputnik-georgia.com/20220823/zodiaqo-qalwuli-zogadi-daxasiateba-269691211.html
https://sputnik-georgia.com/20230912/zodiaqos-momijnave-nisnebis-periodsi-dabadebulebi-282188036.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282127062_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_908237a862b2e4eb6751ecfd2cd3a132.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
19 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 19 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.
13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.
19 სექტემბერს დაბადებულები
19 სექტემბერს დაუმორჩილებელი, მაგრამ გულითადი ადამიანები იბადებიან. არიან ჭკვიანი, ორგანიზებული, ასევე ძალზე ამბიციური. შეუძლიათ, კარიერას ოჯახიცა და მეგობრებიც შესწირონ. არ უყვართ, როდესაც ვინმე მათი გეგმების განხორციელებაში უშლის ხელს. ცხოვრობენ დევიზით „მიზანი ამართლებს საშუალებას“.
გარეგნულად თავდაჯერებული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა, ეს თავდაჯერებულობა უფრო დემონსტრაციული ხასიათისაა, მაგრამ იმას, რომ საკუთარ თავში, სხვა ადამიანებივით, ხშირად ეპარებათ ეჭვი, ძნელად თუ აღიარებენ.
19 სექტემბერს დაბადებულები არასტაბილური ადამიანები არიან. მათთან ურთიერთობა ადვილი არ არის. თვითონაც ხშირად ოცნებობენ ჰარმონიაზე. არიან არათანამიმდევრული. აქვთ კეთილშობილური მიზნები, დიდი გეგმები, მაგრამ მათი განხორციელების გადადება უყვართ. აქვთ სხვადასხვა კომპლექსი.
ამ დღეს დაბადებულებს სამსახურში უბრალო სპეციალისტებს ვერ უწოდებ. მათ აქვთ უნიკალური უნარი, გარშემო მკაფიოდ მოქმედი სისტემა ჩამოაყალიბონ; მათ გარშემო ყველაფერი თავის ადგილზეა, ყოველთვის და ყველაფერი მუშაობს, სისტემის ყველა ჭანჭიკი მოქმედებაშია.
სამუშაო სფეროში არიან პედანტური, რაც საქმეზე კარგად აისახება. მათთვის ყველანაირი საქმის ნდობა შეიძლება – შედეგი უზადო იქნება.
19 სექტემბერს დაბადებულები დიდ ყურადღებას უთმობენ გარეგნობას. ბევრ დროსა და ძალას ხარჯავენ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაზე. მაგრამ მეტად აინტერესებთ გარეგნობა, ვიდრე შინაგანი მდგომარეობა. ჯანმრთელობის პრობლემები კი ასაკთან ერთად უჩნდებათ, ეს მათ გარეგნობაშიც ვლინდება, რაც ამ დღეს დაბადებულების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახება.
ცხოვრების განმავლობაში იცვლება ხასიათიცა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაც. არ გადააბიჯოთ ზღვარს, რომლის შემდეგ უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ. არ უნდა დაკარგოთ თქვენი ძირითადი მახასიათებლები და თვისებები, ნუ გახდებით მატერიალურ ვითარებებზე დამოკიდებული. არ დაივიწყოთ თქვენი სულიერი ფასეულობანი. იყავით მეტად ლიოალური.