https://sputnik-georgia.com/20230919/-------282403482.html
საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება
საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება
Sputnik საქართველო
მას შემდეგ, რაც საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ" ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა... 19.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-19T11:35+0400
2023-09-19T11:35+0400
2023-10-25T14:36+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396264_0:79:2048:1232_1920x0_80_0_0_ddeb17234aa77385e3f051e0fb446934.jpg
„თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების (IX-XII კლასები) მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება, განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ტელეკომპანია "რუსთავი2“-ის ეთერში. საქართველოს სკოლებში სწავლა 12 წელი გრძელდება, საგანმანათლებლო პროცესი დაყოფილია სამ საფეხურად: დაწყებითი საფეხური – I-დან VI კლასის ჩათვლით, საბაზო – VII-დან IX კლასის ჩათვლით, საშუალო – X-დან XII კლასის ჩათვლით. სიახლის დანერგვის შემდეგ სკოლის ატესტატთან ერთად ახალგაზრდები მიიღებენ პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტსაც. მისი თქმით, სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ და ჰქონდეთ ანაზღაურება, ან გააგრძელონ სწავლა და ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებელში. როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული რეფორმის თაობაზე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სამინისტრო უახლოეს პერიოდში მიაწვდის. საქართველოში 2022 წელს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 25,9%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ცნობით, 2022 წელს პროფსასწავლებლებში 14.103 პირი ჩაირიცხა, აქედან 46,6% ქალი და 53,4% - მამაკაცი. დასაქმების 100%-იანი გარანტია: პროფგანათლების რომელი პროგრამები დაფინანსდება საქართველოში?>>>გასული წლის ბოლოსთვის იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებმაც სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე მიიღეს, 94-ს შეადგენდა, აქედან 42 სახელმწიფო, ხოლო 52 - კერძო სასწავლებელი იყო. „საქსტატის" ცნობით, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობით ლიდერობს თბილისი (36,7%), შემდეგ მოდიან: აჭარა (19,9%), იმერეთი (10,0%), სამეგრელო–ზემო სვანეთი (9,4%), კახეთი (6,1%), ქვემო ქართლი (6%). გასულ წელს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 7,6 ათასი შეადგინა. მათმა უმრავლესობამ აირჩია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორიცაა ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა, ბიზნეს-ადმინისტრირება, სამართალი, ჯანდაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები. მას შემდეგ, რაც საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ" ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396264_24:0:1844:1365_1920x0_80_0_0_7c94f2f61e38d8ca3f178ea934a67390.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება
11:35 19.09.2023 (განახლებულია: 14:36 25.10.2023) მას შემდეგ, რაც საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ" ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულება.
„თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების (IX-XII კლასები) მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება, განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ტელეკომპანია "რუსთავი2“-ის ეთერში.
საქართველოს სკოლებში სწავლა 12 წელი გრძელდება, საგანმანათლებლო პროცესი დაყოფილია სამ საფეხურად: დაწყებითი საფეხური – I-დან VI კლასის ჩათვლით, საბაზო – VII-დან IX კლასის ჩათვლით, საშუალო – X-დან XII კლასის ჩათვლით. სიახლის დანერგვის შემდეგ სკოლის ატესტატთან ერთად ახალგაზრდები მიიღებენ პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტსაც.
„ჩვენ გვინდა პროფესიული განათლება მაღალ კლასებში ზოგადი განათლების სავალდებულო ნაწილად გავხადოთ ე.წ. ინტეგრირებული პროგრამების დანერგვით, ვინაიდან ეს უკვე აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერ ბავშვს, ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად სკოლის დამთავრების დროს უკვე ჰქონდეს შეძენილი ერთი კონკრეტული პროფესია, თავისი ანაზღაურებითა და დასაქმებით", – განაცხადა ამილახვარმა.
მისი თქმით, სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ და ჰქონდეთ ანაზღაურება, ან გააგრძელონ სწავლა და ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებელში.
როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული რეფორმის თაობაზე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სამინისტრო უახლოეს პერიოდში მიაწვდის.
საქართველოში 2022 წელს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 25,9%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ცნობით, 2022 წელს პროფსასწავლებლებში 14.103 პირი ჩაირიცხა, აქედან 46,6% ქალი და 53,4% - მამაკაცი.
გასული წლის ბოლოსთვის იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებმაც სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე მიიღეს, 94-ს შეადგენდა, აქედან 42 სახელმწიფო, ხოლო 52 - კერძო სასწავლებელი იყო.
„საქსტატის" ცნობით, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობით ლიდერობს თბილისი (36,7%), შემდეგ მოდიან: აჭარა (19,9%), იმერეთი (10,0%), სამეგრელო–ზემო სვანეთი (9,4%), კახეთი (6,1%), ქვემო ქართლი (6%).
გასულ წელს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 7,6 ათასი შეადგინა. მათმა უმრავლესობამ აირჩია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორიცაა ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა, ბიზნეს-ადმინისტრირება, სამართალი, ჯანდაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
მას შემდეგ, რაც საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ" ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულება.