საქართველომ და პერუმ უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

CC BY 2.0 / Jan Beck / პერუ
პერუ - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
გამოწერა
საქართველომ და პერუმ დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წლის 14 იანვარს დაამყარეს.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ილია დარჩიაშვილმა და ანა სესილია გერვასმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მოაწერეს ხელი, ნათქვამია საქართველოს საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში 18 სექტემბერს შედგა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობა და თანამშრომლობის გაღრმავება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში.
დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრისას აღნიშნა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ირლანდია დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს>>>
მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად ითანამშრომლონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით, მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით.
საქართველომ და პერუმ დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წლის 14 იანვარს დაამყარეს. მხარეებს შორის გამართული მაღალი დონის შეხვედრებისა და ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, აგრეთვე ორმხრივი სამართლებრივი ბაზის გაფართოებაზე.
მხარეები ასევე თანამშრომლობენ მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში.
ყველა ახალი ამბავი
0