https://sputnik-georgia.com/20230915/--------282308689.html
ირლანდია დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს
ირლანდია დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს
Sputnik საქართველო
ირლანდიური მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილების ტექნიკური იმპლემენტაციის პროცესი მიმდინარეობს. 15.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-15T18:42+0400
2023-09-15T18:42+0400
2023-09-16T21:15+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23075/22/230752289_0:146:3121:1902_1920x0_80_0_0_59245350a4e1bb80314a92bd070471a1.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები ირლანდიაში შესვლისას უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და მის ირლანდიელ კოლეგა, ვიცე-პრემიერ მიჰო მარტინს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა.მხარეები მიესალმნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვეს, რომ იგი ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხსაც, რომელზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს.ირლანდიური მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილების ტექნიკური იმპლემენტაციის პროცესი მიმდინარეობს.ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ბოროტად არ გამოიყენონ სხვა ქვეყნებთან დაწესებული უვიზო რეჟიმი და არ დაარღვიონ კანონი.საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის გავლით მოგზაურობისას სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ>>>გარდა სავიზო საკითხის განხილვისა, ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია.„მემორანდუმში აღნიშნულია, რომ ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას და ამ კონტექსტში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, და ადასტურებენ, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია", – ნათქვამია განცხადებაში.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23075/22/230752289_196:0:2927:2048_1920x0_80_0_0_80c394b1e7c92bf3d657a74a57ffb263.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
ირლანდია დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს
18:42 15.09.2023 (განახლებულია: 21:15 16.09.2023) ირლანდიური მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილების ტექნიკური იმპლემენტაციის პროცესი მიმდინარეობს.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები ირლანდიაში შესვლისას უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და მის ირლანდიელ კოლეგა, ვიცე-პრემიერ მიჰო მარტინს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა.
„წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა ირლანდიის მხარის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, რაც, ირლანდიური მხარის შეფასებით, ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების დამყარებას და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას", – ნათქვამია განცხადებაში.
მხარეები მიესალმნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვეს, რომ იგი ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხსაც, რომელზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს.
ირლანდიური მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილების ტექნიკური იმპლემენტაციის პროცესი მიმდინარეობს.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ბოროტად არ გამოიყენონ სხვა ქვეყნებთან დაწესებული უვიზო რეჟიმი და არ დაარღვიონ კანონი.
გარდა სავიზო საკითხის განხილვისა, ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია.
„მემორანდუმში აღნიშნულია, რომ ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას და ამ კონტექსტში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, და ადასტურებენ, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია", –
ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.