https://sputnik-georgia.com/20230918/kobaxizem-politikasi-lomjarias-sansebi-seafasa-282339652.html
საჩუქარი „ოცნებისთვის" - კობახიძემ პოლიტიკაში ყოფილი სახალხო დამცველის შანსები შეაფასა
საჩუქარი „ოცნებისთვის" - კობახიძემ პოლიტიკაში ყოფილი სახალხო დამცველის შანსები შეაფასა
საქართველოს სახალხო დამცველად საქმიანობის პერიოდში ნინო ლომჯარია არაერთხელ გახდა ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. 18.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-18T11:06+0400
2023-09-18T11:06+0400
2023-09-18T14:47+0400
პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საქართველო
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/12/247551295_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_c8319ccf6fcfc22d16c163b2edbb70af.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, როდესაც ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა" შექმნა, ხელისუფლებას საჩუქარი გაუკეთა – ეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" დაეხმარება, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვოს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ლომჯარიამ ახალი პლატფორმის პრეზენტაცია 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში გამართა. მისი თქმით, „საქართველოს ევროპულ ორბიტაში" სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები შევიდნენ, რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ – საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური პლატფორმა და არ იგეგმება მისი პოლიტიკურ მოძრაობად ან პარტიად გარდაქმნა. მმართველი პარტია „კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" უწოდებს პარტიებს „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება" და სხვა მცირე პარტიებს. მათ მმართველი პარტია ასევე „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებს. ყოფილი ომბუდსმენი ახალ პლატფორმას ქმნის: რას უნდა ველოდოთ ნინო ლომჯარიასგან?>>როდესაც აქცენტი ლომჯარიაზე კეთდება, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას არ შეუძლია საზოგადოებაში პროცესების სწორად გათვლა და პულსზე არ უჭირავს ხელი, აღნიშნა კობახიძემ. მისი თქმით, პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში ლომჯარიას არა აქვს შანსი, გახდეს ე.წ. მესამე ძალა ქართულ პოლიტიკურ ველზე, როგორც ეს ვერ მოახერხა "ლელომ" ან ექს-პრემიერ გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის". პატარა პარტიების წარმომადგენელი ქართველი პოლიტიკოსები 2024 წლის საპარალმენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ პოლიტიკურ არენაზე „მესამე ძალის" გამოჩენის აუცილებლობაზე, რათა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კონკურენცია შეუქმნან. ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის პოსტი 2017 წლის 30 ნოემბერს დაიკავა. მისი უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2022 წლის 8 დეკემბერს ამოიწურა. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან საქართველოს ხელისუფლებისთვის საკმაოდ კრიტიკული ოთხი ანგარიში წარმოადგინა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. ის არაერთხელ გამხდარა მმართველი პარტიის კრიტიკის ობიექტი. ჯერ კიდევ ომბუდსმენის თანამდებობაზე ყოფნისას ლომჯარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად. მისი თქმით, ისტორია დაიმახსოვრებს მთავრობასა და პარლამენტში „ყველა უსაქმურს", რომლებიც მშვიდად უყურებენ, თუ როგორ ნადგურდება „ქვეყნის უკეთესი მომავლის პერსპექტივა". ოპოზიცია არჩევნებისთვის „მესამე ძალის“ შექმნას აპირებს - შალვა პაპუაშვილის კომენტარი>>მმართველმა პარტიამ არაერთხელ დაადანაშაულა ლომჯარია მიკერძოებასა და რადიკალიზმში და მიანიშნა მის მჭიდრო კავშირზე ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან". ირაკლი კობახიძემ ლომჯარია არაერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ ის წარმოადგენს მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და არა მთელი საზოგადოების ინტერესებს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/12/247551295_110:0:1930:1365_1920x0_80_0_0_74c9020c4278bc44771c779fd6e698c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საჩუქარი „ოცნებისთვის" - კობახიძემ პოლიტიკაში ყოფილი სახალხო დამცველის შანსები შეაფასა
11:06 18.09.2023 (განახლებულია: 14:47 18.09.2023) საქართველოს სახალხო დამცველად საქმიანობის პერიოდში ნინო ლომჯარია არაერთხელ გახდა ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, როდესაც ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა" შექმნა, ხელისუფლებას საჩუქარი გაუკეთა – ეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" დაეხმარება, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვოს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ლომჯარიამ ახალი პლატფორმის პრეზენტაცია 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში გამართა. მისი თქმით, „საქართველოს ევროპულ ორბიტაში" სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები შევიდნენ, რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ – საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური პლატფორმა და არ იგეგმება მისი პოლიტიკურ მოძრაობად ან პარტიად გარდაქმნა.
„ის არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი. იგი არის ნაკლებად ქარიზმატული და პოპულარული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში... ლომჯარია არის საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის". რა თქმა უნდა, ეს პროცესი ჩვენ არჩევნების დამაჯერებლად მოგებას კიდევ უფრო გაგვიმარტივებს", – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ნინო ლომჯარია.
მმართველი პარტია „კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" უწოდებს პარტიებს „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება" და სხვა მცირე პარტიებს. მათ მმართველი პარტია ასევე „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებს.
როდესაც აქცენტი ლომჯარიაზე კეთდება, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას არ შეუძლია საზოგადოებაში პროცესების სწორად გათვლა და პულსზე არ უჭირავს ხელი, აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში ლომჯარიას არა აქვს შანსი, გახდეს ე.წ. მესამე ძალა ქართულ პოლიტიკურ ველზე, როგორც ეს ვერ მოახერხა "ლელომ" ან ექს-პრემიერ გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის".
„ყოველ ჯერზე ეს გეგმა ჩავარდა. მით უმეტეს, ლომჯარიათი ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული. არავითარი შანსი არ არის იმის, რომ ლომჯარია შესთავაზო საზოგადოებას როგორც მესამე ძალა", – განაცხადა კობახიძემ.
პატარა პარტიების წარმომადგენელი ქართველი პოლიტიკოსები 2024 წლის საპარალმენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ პოლიტიკურ არენაზე „მესამე ძალის" გამოჩენის აუცილებლობაზე, რათა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კონკურენცია შეუქმნან.
ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის პოსტი 2017 წლის 30 ნოემბერს დაიკავა. მისი უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2022 წლის 8 დეკემბერს ამოიწურა. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან საქართველოს ხელისუფლებისთვის საკმაოდ კრიტიკული ოთხი ანგარიში წარმოადგინა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. ის არაერთხელ გამხდარა მმართველი პარტიის კრიტიკის ობიექტი.
ჯერ კიდევ ომბუდსმენის თანამდებობაზე ყოფნისას ლომჯარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად. მისი თქმით, ისტორია დაიმახსოვრებს მთავრობასა და პარლამენტში „ყველა უსაქმურს", რომლებიც მშვიდად უყურებენ, თუ როგორ ნადგურდება „ქვეყნის უკეთესი მომავლის პერსპექტივა".
მმართველმა პარტიამ არაერთხელ დაადანაშაულა ლომჯარია მიკერძოებასა და რადიკალიზმში და მიანიშნა მის მჭიდრო კავშირზე ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან". ირაკლი კობახიძემ ლომჯარია არაერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ ის წარმოადგენს მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და არა მთელი საზოგადოების ინტერესებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.