ერდოღანმა რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ყარაბაღის საკითხზე შეხვედრის გამართვა შესთავაზა

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2023
გამოწერა
თურქეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკების გამართვა სამი ქვეყნის ლიდერს შესთავაზა
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მოსკოვს, ბაქოსა და ერევანს ყარაბაღის საკითხზე შეხვედრის გამართვა შესთავაზა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
თურქეთის პრეზიდენტმა ასეთი მოლაპარაკების გამართვა შესთავაზა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
„ჩვენ შევთავაზეთ ყარაბაღის საკითხზე სამმხრივი, თუნდაც ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარება ჩემი და პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის მონაწილეობით“, - განაცხადა ერდოღანმა შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აპირებს ალიევთან შეხვედრის განხილვას. მან დასძინა, რომ ანკარას წინადადებაზე პასუხი ჯერ არ მიუღია.
გასულ წელს ერევანმა და ბაქომ რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შუამავლობით დაიწყეს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების განხილვა. 2023 წლის მაისის ბოლოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ცნობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს ყარაბაღის ტერიტორიასთან ერთად 86,6 ათასი კვადრატული კილომეტრის საერთო ფართობზე.
2023 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ, არსებითად, აღიარა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე, ყარაბაღის სტატუსი თავად ერევანმა განსაზღვრა.
ყველა ახალი ამბავი
0