https://sputnik-georgia.com/20230917/daniidan-sveicariamde-firosmanis-namusevrebis-gamofena-beileris-fondis-muzeumsi-gaixsna-282331826.html
დანიიდან შვეიცარიაში - ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ბეილერის ფონდის მუზეუმში გაიხსნა
დანიიდან შვეიცარიაში - ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ბეილერის ფონდის მუზეუმში გაიხსნა
Sputnik საქართველო
გამოფენაზე ნიკო ფიროსმანის 46 ნამუშევარია წარმოდგენილი 17.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-17T17:42+0400
2023-09-17T17:42+0400
2023-09-17T17:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
შვეიცარია
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/11/282330533_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_b65f4c5365ca6c80f3787c8619c32ed1.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შვეიცარიაში, ბეილერის ფონდის მუზეუმში გაიხსნა დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 2024 წლის 28 იანვრამდე გასტანს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შვეიცარიამდე, 4 მაისიდან 20 აგვისტომდე ფიროსმანის ნამუშევრები იყო გამოფენილი დანიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ „ლუიზიანაში“ (Louisiana), გამოფენას 260 ათასი ვიზიტორი ეწვია.მოლოდინს გადააჭარბა: ფიროსმანის გამოფენას დანიაში 250 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია >>შვეიცარიაში გამოფენაზე წარმოდგენილია ფიროსმანის 46 ნამუშევარი, რომელთაგან 45 შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის, ხოლო ერთი ნამუშევარი სოფელ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდანაა. გამოფენის კურატორი არის დანიელ ბაუმანი – ციურიხის კუნსტჰალეს დირექტორი.ექსპოზიციის ფარგლებში სრულიად ახლებურად არის წარმოდგენილი ე.წ. ფიროსმანის ოთახი, რომლითაც დამთვალიერებლისთვის მოთხრობილია ფიროსმანისა და, ზოგადად, იმდროინდელი თბილისის ცხოვრება, ამისათვის კი გამოყენებულია ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის ფონდის ფოტომასალა, იმ პერიოდის საგაზეთო პუბლიკაციები და გამოცემები.ნიკო ფიროსმანის გამოფენების ევროპაში მოწყობის იდეა 2022 წელს „ინფინიტ არტის“ ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტისას კულტურის მინისტრთან მისი შეხვედრისას განიხილეს. 2022 წლის ივნისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა, და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის ბაზელში ვიზიტისას, ბეილერის ფონდის ხელმძღვანელთან, სამუელ კელერთან, გაიმართა მოლაპარაკებები, რა დროსაც გადაწყდა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე ფიროსმანის ნამუშევრები ბეილერის ფონდში გამოიფინებოდა.მნიშვნელოვანია, რომ ბეილერის ფონდი ლუიზიანას მუზეუმთან ერთად იმუშავებს ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ქართულ-ინგლისური ვებგვერდის შესაქმნელად. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ლუიზიანას მუზეუმმა გამოსცა ნიკო ფიროსმანის გამოფენის კატალოგი, ხოლო ბეილერის ფონდი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ალბომს გამოსცემს.საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად შეიფუთა, უვნებლად გაიგზავნა და დაბინავდა დანიაში, ლუიზიანას მუზეუმსა და შემდეგ შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში.შვეიცარიაში ტრანსპორტირების შემდეგ რესტავრატორებმა ნანა მანაგაძემ და მარკუს გროსმა ნახატების მდგომარეობა შეამოწმეს.ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები სამშობლოში 2024 წლის თებერვალში დაბრუნდებიან.ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
საქართველო
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/11/282330533_0:0:774:580_1920x0_80_0_0_c6201a8e51e475563a982a44e2304311.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შვეიცარია, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შვეიცარია, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
დანიიდან შვეიცარიაში - ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ბეილერის ფონდის მუზეუმში გაიხსნა
გამოფენაზე ნიკო ფიროსმანის 46 ნამუშევარია წარმოდგენილი
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შვეიცარიაში, ბეილერის ფონდის მუზეუმში გაიხსნა დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 2024 წლის 28 იანვრამდე გასტანს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შვეიცარიამდე, 4 მაისიდან 20 აგვისტომდე ფიროსმანის ნამუშევრები იყო გამოფენილი დანიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ „ლუიზიანაში“ (Louisiana), გამოფენას 260 ათასი ვიზიტორი ეწვია.
შვეიცარიაში გამოფენაზე წარმოდგენილია ფიროსმანის 46 ნამუშევარი, რომელთაგან 45 შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის, ხოლო ერთი ნამუშევარი სოფელ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდანაა. გამოფენის კურატორი არის დანიელ ბაუმანი – ციურიხის კუნსტჰალეს დირექტორი.
ექსპოზიციის ფარგლებში სრულიად ახლებურად არის წარმოდგენილი ე.წ. ფიროსმანის ოთახი, რომლითაც დამთვალიერებლისთვის მოთხრობილია ფიროსმანისა და, ზოგადად, იმდროინდელი თბილისის ცხოვრება, ამისათვის კი გამოყენებულია ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის ფონდის ფოტომასალა, იმ პერიოდის საგაზეთო პუბლიკაციები და გამოცემები.
ნიკო ფიროსმანის გამოფენების ევროპაში მოწყობის იდეა 2022 წელს „ინფინიტ არტის“ ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტისას კულტურის მინისტრთან მისი შეხვედრისას განიხილეს. 2022 წლის ივნისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა, და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის ბაზელში ვიზიტისას, ბეილერის ფონდის ხელმძღვანელთან, სამუელ კელერთან, გაიმართა მოლაპარაკებები, რა დროსაც გადაწყდა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე ფიროსმანის ნამუშევრები ბეილერის ფონდში გამოიფინებოდა.
მნიშვნელოვანია, რომ ბეილერის ფონდი ლუიზიანას მუზეუმთან ერთად იმუშავებს ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ქართულ-ინგლისური ვებგვერდის შესაქმნელად. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ლუიზიანას მუზეუმმა გამოსცა ნიკო ფიროსმანის გამოფენის კატალოგი, ხოლო ბეილერის ფონდი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ალბომს გამოსცემს.
საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად შეიფუთა, უვნებლად გაიგზავნა და დაბინავდა დანიაში, ლუიზიანას მუზეუმსა და შემდეგ შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში.
შვეიცარიაში ტრანსპორტირების შემდეგ რესტავრატორებმა ნანა მანაგაძემ და მარკუს გროსმა ნახატების მდგომარეობა შეამოწმეს.
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები სამშობლოში 2024 წლის თებერვალში დაბრუნდებიან.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.