მოლოდინს გადააჭარბა: ფიროსმანის გამოფენას დანიაში 250 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია

© Louisiana Museum of Modern Artნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა დანიაში
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა დანიაში - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2023
გამოწერა
დანიაში გამოფენაზე გაიგზავნა ფიროსმანის მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც ტრანსპორტირებას ექვემდებარებოდა
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. დანიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ „ლუიზიანაში“ (Louisiana) დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას 260 ათასი ვიზიტორი ეწვია.
„ლუიზიანა" მდებარეობს ჰუმლებეკში, კოპენჰაგენიდან ჩრდილოეთით 35 კმ-ში. 1958 წელს გახსნილ მუზეუმს ყოველწლიურად დაახლოებით 600 ათასი ადამიანი სტუმრობს. ეს არის დანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმი, რომელიც ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობების ტოპ-ათეულში შედის.
© Louisiana Museum of Modern Artნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა დანიაში
Выставка работ Нико Пиросмани в музее Луизиана в Дании - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2023
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა დანიაში
ქართველი გენიოსი პრიმიტივისტის ნამუშევრებს თანამედროვე ხელოვნების დანიის მუზეუმში 4 მაისიდან 20 აგვისტომდე ეცნობოდნენ. ახლა კი ფიროსმანის ნახატები შვეიცარიის ქალაქ რიენში, ბეილერის ფონდის მუზეუმში გადაინაცვლებს, სადაც 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე იქნება გამოფენილი.
სამთვიანი ექსპოზიციის შედეგებს მუზეუმის დირექტორი კულტურის სამინისტროსთვის გამოგზავნილ ოფიციალური წერილით ეხმიანება.
„მინდა გამოვხატო ჩემი გულითადი მადლიერება თქვენი წარმოუდგენელი გულუხვობისთვის, შესაძლებლობისთვის, რომ დანიელ და სკანდინავიელ დამთვალიერებელს, ისევე როგორც საერთაშორისო ვიზიტორებს გაეცნოთ ნიკო ფიროსმანის, ამ ფანტასტიური არტისტის 48 ნამუშევარი „ლუიზიანას“ მუზეუმში“, - ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ გამოფენას ეწვია 260 ათასი ადამიანი ეწვია, რაც მათ დიდ მოლოდინს გადააჭარბა.
© Louisiana Museum of Modern Artნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა დანიაში
Выставка работ Нико Пиросмани в музее Луизиана в Дании - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2023
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა დანიაში
მსოფლიოში აღიარებული მხატვრის 50-მდე ორიგინალური ნამუშევარი კოპენჰაგენში სპეციალური პირდაპირი რეისით ჩაიტანეს. გამოფენაზე გაიგზავნა მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც ტრანსპორტირებას ექვემდებარებოდა, აღნიშნეს კულტურის სამინისტროში.
© Louisiana Museum of Modern Artნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა დანიაში
Выставка работ Нико Пиросмани в музее Луизиана в Дании - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2023
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა დანიაში
ბეილერის ფონდის მუზეუმში გამოფენის შემდეგ ტილოები საქართველოს დაუბრუნდება.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
ყველა ახალი ამბავი
0