თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), მეუნარგიას, ვეშაპურის, ზაქრაძის, გრომოვის, ზედაზენის, ჯავის, რიონჰესის, იმერეთის და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, სოფელი კიკეთის, სოფელი დიდებას და სოფელი ბეთანიას მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბადაგის, გულუას, უსახელოურის, დიდი ხეივნის, საბატონოს და წითლანაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის და ჟღენტის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0