https://sputnik-georgia.com/20230916/sikvdilianoba-sobadobas-awarbebs-axali-monacemebi-282317114.html
სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს: ახალი მონაცემები
სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს: ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
„საქსტატის" ცნობით, საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება ფიქსირდება ყველა რეგიონში, აჭარის, ქვემო ქართლისა და თბილისის გარდა 16.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-16T13:00+0400
2023-09-16T13:00+0400
2023-09-16T13:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
დემოგრაფია
საზოგადოება
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23310/90/233109099_0:235:5001:3048_1920x0_80_0_0_be8cca0ac4cff4d295031f67acc87c3b.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 2023 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაფიქსირდა მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, 2023 წლის იანვრიდან ივნისამდე საქართველოში 19.431 ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 21.944 შეადგინა. მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, აჭარის, ქვემო ქართლისა და თბილისის გარდა.ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).საქართველოს მთავრობა დემოგრაფიულ პრობლემებზე მუშაობას იწყებს >>საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელს შეადგენდა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 71,4 წელს. ამასთან, საქართველოში პირველი ბავშვის გაჩენის საშუალო ასაკი 26,4 წელია.პრობლემის გადასაჭრელად აპრილში შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც შევიდნენ მინისტრები, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.საბჭომ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.გარდა ამისა, გეგმების განსახორციელებლად საბჭო მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივებს, შეიმუშავებს სექტორულ სტრატეგიებს დემოგრაფიული განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად და ასევე შეამოწმებს სტრატეგიის შესრულებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23310/90/233109099_310:0:4689:3284_1920x0_80_0_0_590985f0642618bd15357bb9c98dfe2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დემოგრაფია, საზოგადოება, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, დემოგრაფია, საზოგადოება, საქსტატი
სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს: ახალი მონაცემები
„საქსტატის" ცნობით, საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება ფიქსირდება ყველა რეგიონში, აჭარის, ქვემო ქართლისა და თბილისის გარდა
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 2023 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაფიქსირდა მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2023 წლის იანვრიდან ივნისამდე საქართველოში 19.431 ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 21.944 შეადგინა. მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, აჭარის, ქვემო ქართლისა და თბილისის გარდა.
ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელს შეადგენდა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 71,4 წელს. ამასთან, საქართველოში პირველი ბავშვის გაჩენის საშუალო ასაკი 26,4 წელია.
პრობლემის გადასაჭრელად აპრილში შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც შევიდნენ მინისტრები, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
საბჭომ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გარდა ამისა, გეგმების განსახორციელებლად საბჭო მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივებს, შეიმუშავებს სექტორულ სტრატეგიებს დემოგრაფიული განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად და ასევე შეამოწმებს სტრატეგიის შესრულებას.