რას ვსუნთქავთ: ორ კვირაში საქართველოში ჰაერის დაბინძურებისთვის ასობით მძღოლი დაჯარიმდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაცობი თბილისში
საცობი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2023
გამოწერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 15 სექტემბრისთვის 322 მძღოლი დაჯარიმდა.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 10 დღეში საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში 300-ზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა მანქანების თვალსაჩინო გამონაბოლქვისთვის, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 15 სექტემბრისთვის 322 მძღოლი დაჯარიმდა.
ყველაზე მეტი ჯარიმა თბილისში გამოიწერა. საქართველოს დედაქალაქში, სადაც მილიონამდე მანქანაა რეგისტრირებული, 160 მძღოლი დაჯარიმდა. ქუთაისში - 78, ბათუმში – 58, ხოლო რუსთავში – 26.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება. თუ 15 დღის განმავლობაში დარღვევა კვლავ გამოვლინდება, ჯარიმის ოდენობა 600 ლარი იქნება.
იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით პირველ შემთხვევაში, ხოლო თუ დარღვევა გამეორდება – 1,5 ათასი ლარით. ბოლო ეტაპი იქნება 3.000 ლარი.
გამონაბოლქვი გზებზე: სამ დღეში 82 მძღოლი დაჯარიმდა >>
თუ პირი ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება.
თუ კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და შემოწმებისას მავნე ნივთიერებების გადაჭარბება დაფიქსირდება, რასაც მესაკუთრე არ დაეთანხმება, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს ტექინსპექტირება ახლიდან ჩაუტარდება.
თუ შედეგები დადასტურება, გამოწერილი საჯარიმო ქვითარი დარჩება ძალაში. თუ ტექინსპექტირების ცენტში დარღვევა არ დაფიქსირდება, საჯარიმო სანქცია გაუქმდება.
ყველა ახალი ამბავი
0