https://sputnik-georgia.com/20230915/jiurim-saqartvelodan-oskarze-warsadgeni-filmi-searcia-282299082.html
ჟიურიმ საქართველოდან „ოსკარზე" წარსადგენი ფილმი შეარჩია
ჟიურიმ საქართველოდან „ოსკარზე" წარსადგენი ფილმი შეარჩია
Sputnik საქართველო
გამარჯვებული ფილმი კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა. 15.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-15T14:29+0400
2023-09-15T14:29+0400
2023-09-16T20:27+0400
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
მსოფლიო ხელოვნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24149/30/241493066_0:0:2719:1529_1920x0_80_0_0_b46b8ad42429fe092865ec8aa799e973.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოდან ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის" ნომინაციაში „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი" თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი" წარდგება. კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა „ოსკარისთვის" სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის შერჩევის შესახებ აგვისტოში გამოაცხადა. შედეგად კონკურსის შორტ-ლისტში, „მოქალაქე წმინდანის" გარდა, შევიდა კიდევ სამი ფილმი: „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო" - რეჟისორი ლელა წიფურია; „მშვენიერი ელენე" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი; „შაშვი შაშვი მაყვალი" - რეჟისორი ელენე ნავერიანი. გამარჯვებული ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის 6 ივლისს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან. მაგრამ ერთ დღეს ჯვარს მოხსნიან შესაკეთებლად, წმინდანის ქანდაკება მოულოდნელად გაქრება, ქალაქის მცხოვრებლებს შორის კი იდუმალი უცნობი გამოჩნდება. „მოქალაქე წმინდანი“: ქართული ფილმი სერბეთში კინოფესტივალის გამარჯვებულია>>თავის მესამე ფილმში, სატირულ იგავში წმინდანის შესახებ, რომელიც ჯვრიდან ჩამოდის, რათა იცხოვროს მოკვდავებს შორის, ყაჯრიშვილი სვამს კითხვას – ვისი უნდათ რომ ირწმუნონ ადამიანებმა? წმინდანებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვთ, როგორც უსულო სიმბოლოებს, თუ არსებობის უფლება აქვთ, როგორც ცოცხალ ადამიანებს? ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე. თინათინ ყაჯრიშვილი არის რეჟისორი, სცენარისტი, ასევე პროდიუსერი ლაშა ხალვაშთან ერთად. ფილმი საქართველოს კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ გადაცემის 96-ე ცერემონია 2024 წლის 24 მარტს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24149/30/241493066_0:0:2719:2039_1920x0_80_0_0_d573b718666953dbcdd6ee4186076ea7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, მსოფლიო ხელოვნება
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, მსოფლიო ხელოვნება
ჟიურიმ საქართველოდან „ოსკარზე" წარსადგენი ფილმი შეარჩია
14:29 15.09.2023 (განახლებულია: 20:27 16.09.2023) გამარჯვებული ფილმი კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოდან ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის" ნომინაციაში „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი" თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი" წარდგება.
კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა „ოსკარისთვის" სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის შერჩევის შესახებ აგვისტოში გამოაცხადა. შედეგად კონკურსის შორტ-ლისტში, „მოქალაქე წმინდანის" გარდა, შევიდა კიდევ სამი ფილმი: „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო" - რეჟისორი ლელა წიფურია; „მშვენიერი ელენე" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი; „შაშვი შაშვი მაყვალი" - რეჟისორი ელენე ნავერიანი.
გამარჯვებული ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა.
თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის 6 ივლისს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან. მაგრამ ერთ დღეს ჯვარს მოხსნიან შესაკეთებლად, წმინდანის ქანდაკება მოულოდნელად გაქრება, ქალაქის მცხოვრებლებს შორის კი იდუმალი უცნობი გამოჩნდება.
თავის მესამე ფილმში, სატირულ იგავში წმინდანის შესახებ, რომელიც ჯვრიდან ჩამოდის, რათა იცხოვროს მოკვდავებს შორის, ყაჯრიშვილი სვამს კითხვას – ვისი უნდათ რომ ირწმუნონ ადამიანებმა? წმინდანებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვთ, როგორც უსულო სიმბოლოებს, თუ არსებობის უფლება აქვთ, როგორც ცოცხალ ადამიანებს?
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე. თინათინ ყაჯრიშვილი არის რეჟისორი, სცენარისტი, ასევე პროდიუსერი ლაშა ხალვაშთან ერთად. ფილმი საქართველოს კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ გადაცემის 96-ე ცერემონია 2024 წლის 24 მარტს გაიმართება.