https://sputnik-georgia.com/20230722/-------280137791.html
„მოქალაქე წმინდანი“: ქართული ფილმი სერბეთში კინოფესტივალის გამარჯვებულია
„მოქალაქე წმინდანი“: ქართული ფილმი სერბეთში კინოფესტივალის გამარჯვებულია
Sputnik საქართველო
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან. 22.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-22T19:47+0400
2023-07-22T19:47+0400
2023-08-17T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
სერბეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/16/280126134_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_bfb69672f0bbe385e910643731fc2736.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“(Citizen Saint) პალიჩის XXX ევროპული კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. კინოფესტივალი სერბეთში 16-21 ივლისს გაიმართა.ფილმის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის 6 ივლისს, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.ქართული ფილმი დასახელდა გამარჯვებულად პროგრამაში „პარალელები და შეხვედრები“ (Parallels and Encounters).ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან. მაგრამ ერთ დღეს ჯვარს მოხსნიან შესაკეთებლად, წმინდანის ქანდაკება მოულოდნელად გაქრება, ქალაქის მცხოვრებლებს შორის კი იდუმალი უცნობი გამოჩნდება.თავის მესამე ფილმში, სატირულ იგავში წმინდანის შესახებ, რომელიც ჯვრიდან ჩამოდის რათა იცხოვროს მოკვდავებს შორის, ყაჯრიშვილი სვამს კითხვას - ვისი უნდათ რომ ირწმუნონ ადამიანებმა? წმინდანებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვთ, როგორც უსულო სიმბოლოებს, თუ არსებობის უფლება აქვთ როგორც ცოცხალ ადამიანებს?ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე. თინათინ ყაჯრიშვილი არის რეჟისორი, სცენარისტი, ასევე პროდიუსერი ლაშა ხალვაშთან ერთად. ფილმი საქართველოს კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.პალიჩის ევროპული კინოფესტივალი (European Film Festival Palić) ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა სერბეთში, ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალია რეგიონში და სრულიად ევროპული კინოკონტენტის მქონე ერთ-ერთი მცირერიცხოვანთაგანია მსოფლიოში.კინოჩვენების მიზანია წარმოაჩინოს თანამედროვე ევროპული კინოს ყველაზე ხარისხიანი მიღწევები და განავითაროს საავტორო და მხატვრული კინოს ტრადიციები.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/16/280126134_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_e44ba2b752e54212ae1265cdcbe8c861.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო, სერბეთი
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო, სერბეთი
„მოქალაქე წმინდანი“: ქართული ფილმი სერბეთში კინოფესტივალის გამარჯვებულია
19:47 22.07.2023 (განახლებულია: 19:47 17.08.2023) ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“(Citizen Saint) პალიჩის XXX ევროპული კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. კინოფესტივალი სერბეთში 16-21 ივლისს გაიმართა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის 6 ივლისს, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ქართული ფილმი დასახელდა გამარჯვებულად პროგრამაში „პარალელები და შეხვედრები“ (Parallels and Encounters).
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან. მაგრამ ერთ დღეს ჯვარს მოხსნიან შესაკეთებლად, წმინდანის ქანდაკება მოულოდნელად გაქრება, ქალაქის მცხოვრებლებს შორის კი იდუმალი უცნობი გამოჩნდება.
თავის მესამე ფილმში, სატირულ იგავში წმინდანის შესახებ, რომელიც ჯვრიდან ჩამოდის რათა იცხოვროს მოკვდავებს შორის, ყაჯრიშვილი სვამს კითხვას - ვისი უნდათ რომ ირწმუნონ ადამიანებმა? წმინდანებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვთ, როგორც უსულო სიმბოლოებს, თუ არსებობის უფლება აქვთ როგორც ცოცხალ ადამიანებს?
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე. თინათინ ყაჯრიშვილი არის რეჟისორი, სცენარისტი, ასევე პროდიუსერი ლაშა ხალვაშთან ერთად. ფილმი საქართველოს კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
პალიჩის ევროპული კინოფესტივალი (European Film Festival Palić) ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა სერბეთში, ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალია რეგიონში და სრულიად ევროპული კინოკონტენტის მქონე ერთ-ერთი მცირერიცხოვანთაგანია მსოფლიოში.
კინოჩვენების მიზანია წარმოაჩინოს თანამედროვე ევროპული კინოს ყველაზე ხარისხიანი მიღწევები და განავითაროს საავტორო და მხატვრული კინოს ტრადიციები.