https://sputnik-georgia.com/20230915/farcxalazes-saxelmwifo-struqturebtan-didi-xania-kavsiri-ara-aqvs-papuasvili-282296727.html
ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან დიდი ხანია კავშირი არა აქვს - პაპუაშვილი
ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან დიდი ხანია კავშირი არა აქვს - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
ამასთან, ის პირველია საქართველოს მოქალაქეებიდან, რომელიც ამგვარი სანქციების ქვეშ მოხვდა, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 15.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-15T12:43+0400
2023-09-15T12:43+0400
2023-09-15T22:41+0400
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277604017_0:0:929:523_1920x0_80_0_0_30980c37d250f5cebb3a12ca659e7a7d.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც ანტირუსული სანქციების სიაში მოხვდა, ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ ჰქონია ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებთან, ის კერძო პირია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. 2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სიები გააფართოვა. იქ მოხვდნენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორის კომპანიების ნაწილი და ელიტის წარმომადგენლები. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძე ბლოკირებული აქტივების მქონე პირთა სიაში მოხვდა და აშშ-ის მოქალაქეებს მასთან თანამშრომლობა აეკრძალათ. მისი თქმით, შესაბამისი უწყება ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას და გაარკვევს, რას ეხება საქმე. „ზოგადად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს", - განაცხადა პაპუაშვილმა. ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სანქციების სიაში შეიყვანა>>ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული. საქართველო და საერთაშორისო სანქციები უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა. ოპოზიცია მრავალი თვე ადანაშაულებდა ხელისუფლებას სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში, რომლებიც საქართველოში 2023 წლის ივნისში იმყოფებოდნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მუშაობა. სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 5 აპრილს სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ წევრს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. ქართველ მოსამართლეებს ბრალი დასდეს „მნიშვნელოვან კორუფციაში". აშშ-ის ელჩს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში და სახელმწიფოს შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი>>საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას გაუგებარი და მიუღებელი უწოდა. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამის პასუხად განაცხადა, რომ სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო. ამასთან, დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ძალზე დადებითი ნაბიჯია, არის შესაძლებლობა მთავრობისთვის, აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო სისტემისადმი ჭეშმარიტი მიუკერძოებლობის ერთგულება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277604017_0:0:929:697_1920x0_80_0_0_e3789cd1e8c73c2878d0891eb6ba7bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, საქართველო, აშშ
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, საქართველო, აშშ
ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან დიდი ხანია კავშირი არა აქვს - პაპუაშვილი
12:43 15.09.2023 (განახლებულია: 22:41 15.09.2023) ამასთან, ის პირველია საქართველოს მოქალაქეებიდან, რომელიც ამგვარი სანქციების ქვეშ მოხვდა, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც ანტირუსული სანქციების სიაში მოხვდა, ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ ჰქონია ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებთან, ის კერძო პირია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სიები გააფართოვა. იქ მოხვდნენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორის კომპანიების ნაწილი და ელიტის წარმომადგენლები. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძე ბლოკირებული აქტივების მქონე პირთა სიაში მოხვდა და აშშ-ის მოქალაქეებს მასთან თანამშრომლობა აეკრძალათ.
„ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში", - განაცხადა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, შესაბამისი უწყება ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას და გაარკვევს, რას ეხება საქმე.
„ზოგადად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
ოპოზიცია მრავალი თვე ადანაშაულებდა ხელისუფლებას სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში, რომლებიც საქართველოში 2023 წლის ივნისში იმყოფებოდნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მუშაობა.
სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 5 აპრილს სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ წევრს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. ქართველ მოსამართლეებს ბრალი დასდეს „მნიშვნელოვან კორუფციაში".
საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას გაუგებარი და მიუღებელი უწოდა. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამის პასუხად განაცხადა, რომ სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო.
ამასთან, დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ძალზე დადებითი ნაბიჯია, არის შესაძლებლობა მთავრობისთვის, აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო სისტემისადმი ჭეშმარიტი მიუკერძოებლობის ერთგულება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.