https://sputnik-georgia.com/20230914/seertebulma-statebma-saqartvelos-yofili-generaluri-prokurori-daasanqcira-282288666.html
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სანქციების სიაში შეიყვანა
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სანქციების სიაში შეიყვანა
Sputnik საქართველო
ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტი რეკორდულად მოკლე პერიოდის განმავლობაში ეკავა. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T21:22+0400
2023-09-14T21:22+0400
2023-09-14T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271583133_0:170:3041:1880_1920x0_80_0_0_33541bb1c464f717a19cdb727ae065a5.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთში ბიზნესის გამო ანტირუსული სანქციების სიაში მოხვდა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაში.2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სიები გააფართოვა. იქ მოხვდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორის კომპანიების ნაწილი და ელიტის წარმომადგენლები.საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძე ბლოკირებული აქტივების მქონე პირთა სიაში მოხვდა, და აშშ-ის მოქალაქეებს მასთან თანამშრომლობა აეკრძალათ.ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271583133_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_5801017bcecdcc21a0098e36ff1a4e20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სანქციების სიაში შეიყვანა
21:22 14.09.2023 (განახლებულია: 22:29 14.09.2023) ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტი რეკორდულად მოკლე პერიოდის განმავლობაში ეკავა.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთში ბიზნესის გამო ანტირუსული სანქციების სიაში მოხვდა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაში.
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სიები გააფართოვა. იქ მოხვდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორის კომპანიების ნაწილი და ელიტის წარმომადგენლები.
საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძე ბლოკირებული აქტივების მქონე პირთა სიაში მოხვდა, და აშშ-ის მოქალაქეებს მასთან თანამშრომლობა აეკრძალათ.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.