https://sputnik-georgia.com/20230915/farcxalaze-sanqciebi-susi-sakitxs-swavlobs-282303038.html
ფარცხალაძე აშშ-ის სანქციების სიაში: სუსი საკითხს სწავლობს
ფარცხალაძე აშშ-ის სანქციების სიაში: სუსი საკითხს სწავლობს
Sputnik საქართველო
ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი რეკორდულად მცირე დროის განმავლობაში იყო. 15.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-15T16:28+0400
2023-09-15T16:28+0400
2023-09-16T20:46+0400
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/99/233709908_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_6ef5d6b72434417bc1793b36d15cbb02.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ქვეყნის ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ნათქვამია უწყების განცხადებაში. 2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სიები გააფართოვა. იქ მოხვდნენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორის კომპანიების ნაწილი და ელიტის წარმომადგენლები. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძე ბლოკირებული აქტივების მქონე პირთა სიაში მოხვდა და აშშ-ის მოქალაქეებს მასთან თანამშრომლობა აეკრძალათ. ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია. ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული. საქართველო და საერთაშორისო სანქციები უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა. ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან დიდი ხანია კავშირი არა აქვს - პაპუაშვილი>>ოპოზიცია მრავალი თვე ადანაშაულებდა ხელისუფლებას სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში, რომლებიც საქართველოში 2023 წლის ივნისში იმყოფებოდნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მუშაობა. სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 5 აპრილს სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ წევრს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. ქართველ მოსამართლეებს ბრალი დასდეს „მნიშვნელოვან კორუფციაში". საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას გაუგებარი და მიუღებელი უწოდა. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამის პასუხად განაცხადა, რომ სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო. ამასთან, დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ძალზე დადებითი ნაბიჯია, რადგან არის შესაძლებლობა მთავრობისთვის, აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო სისტემისადმი ჭეშმარიტი მიუკერძოებლობის ერთგულება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/99/233709908_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_aa26720d9bde808f8e5bcd8f83fb58c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები, საქართველო, აშშ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები, საქართველო, აშშ
ფარცხალაძე აშშ-ის სანქციების სიაში: სუსი საკითხს სწავლობს
16:28 15.09.2023 (განახლებულია: 20:46 16.09.2023) ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი რეკორდულად მცირე დროის განმავლობაში იყო.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ქვეყნის ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სიები გააფართოვა. იქ მოხვდნენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორის კომპანიების ნაწილი და ელიტის წარმომადგენლები. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძე ბლოკირებული აქტივების მქონე პირთა სიაში მოხვდა და აშშ-ის მოქალაქეებს მასთან თანამშრომლობა აეკრძალათ.
„საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა", – ნათქვამია სუსის განცხადებაში.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
ოპოზიცია მრავალი თვე ადანაშაულებდა ხელისუფლებას სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში, რომლებიც საქართველოში 2023 წლის ივნისში იმყოფებოდნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მუშაობა.
სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 5 აპრილს სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ წევრს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. ქართველ მოსამართლეებს ბრალი დასდეს „მნიშვნელოვან კორუფციაში".
საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას გაუგებარი და მიუღებელი უწოდა. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამის პასუხად განაცხადა, რომ სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო.
ამასთან, დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ძალზე დადებითი ნაბიჯია, რადგან არის შესაძლებლობა მთავრობისთვის, აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო სისტემისადმი ჭეშმარიტი მიუკერძოებლობის ერთგულება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.